“რადიო თავისუფლებას” მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში განუცხადეს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე დასასწრებად მიწვევა “ქართული ოცნებიდან” არავის მიუღია.
მათივე ინფორმაციით, მოწვევა არ მიუღია არც ერთპარტიული პარლამენტის მიერ პრეზიდენტად დასმულ მიხეილ ყაველაშვილს.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციას საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დაესწრება. მას მოწვევა აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, ჯო უილსონმა გაუგზავნა.
კომენტარები