“გვჯერა, რომ ამ არჩევნებში გამარჯვების გზაზე ვდგავართ” – ეს განცხადება აშშ-ის პრეზიდენტობის დემოკრატმა კანდიდატმა, მხარდამჭერებისადმი მიმართვისას გააკეთა.
“გვჯერა, რომ ამ არჩევნებში გამარჯვების გზაზე ვდგავართ. ვიცოდით, რომ უპრეცედენტო რაოდენობის ნაადრევი და ფოსტის საშუალებით ხმის მიცემის გამო, [ხმების დათვლას] მეტი დრო დასჭირდებოდა. უნდა მოვითმინოთ. უნდა მოვითმინოთ იქამდე, ვიდრე ხმების დათვლის მძიმე შრომა დასრულდება. უნდა მოვითმინოთ იქამდე, ვიდრე თითოეული ხმა, თითოეული ბიულეტენი არ დაითვლება. მაგრამ, ჩვენ თავს კარგად ვგრძნობთ, კარგად ვგრძნობთ ჩვენი შედეგების გამო. ზოგიერთი ტელევიზია ამბობს, რომ ჩვენ უკვე მოვიგეთ არიზონა, ჩვენ არიზონაში დარწმუნებულნი ვართ, ეს დიდი ცვლილებაა. ჩვენ გავიმარჯვეთ მინესოტაშიც და ჯორჯიაში წინ მივდივართ, და ამას არ ველოდით. კარგი განცდა გვაქვს უისკონსინის და მიჩიგანის შემთხვევაში. და სხვათაშორის, ხმების დათვლა ბევრ დროს წაიღებს, ჩვენ მოვიგებთ პენსილვანიას.
ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ გადაწყვეტილებას იმის შესახებ, თუ ვინ გახდება აშშ-ის პრეზიდენტი, ამერიკელი ხალხი იღებს. ამასთან, ამბობს, რომ თავად ოპტიმისტურადაა განწყობილი.
“ის, თუ ვინ მოიგო არჩევნები, არც ჩემი და არც დონალდ ტრამპის გადასაწყვეტია. ყოველთვის ვამბობდი, რომ არც ჩემი და არც დონალდ ტრამპის საქმე არ არის არჩევნებში გამარჯვებული გამოვლენა – ამ გადაწყვეტილებას ამერიკელი ხალხი იღებს. მაგრამ, მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. შეინარჩუნეთ რწმენა, ჩვენ მოვიგებთ. მადლობა, თქვენი მოთმინება დიდებულია!“ – განაცხადა ბაიდენმა.
კომენტარები