მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
,,2013 წელს, უკვე პრეზიდენტობის შემდეგ, ნიუ იორკში ვიყავი, როცა მაიკლ კოენმა დამირეკა და მითხრა, შენთან დონალდს სურს დალაპარაკებაო და გადასცა მას ყურმილი.
მკითხა, სად ხარო. ვუთხარი, რომ ნიუ იორკში ვიყავი, თუ გინდა მესტუმრე-მეთქი. დამპირდა, რომ გამომივლიდა უილიამსბურგში, თანაც მითხრა, რას ფიქრობ, მიშა, პრეზიდენტად ხელახლა კენჭი რომ ვიყაროო. ვუპასუხე: ხომ იცი ამის შესახებ ჩემი აზრი, ადრეც ბევრჯერ გვისაუბრია, რა თქმა უნდა, მიმაჩნია, რომ ძალიან მაგარი შანსები გაქვს-თქო.
ცოტა იხტიბარგატეხილმა მიპასუხა: – რა ვიცი, ჩემ გარშემო არავის არ სჯერა, რომ მაქვს შანსები. გავამხნევე, არ დაუჯერო-მეთქი. და მერე მაიკლს გადაულაპარაკა, ხომ ხედავ, ხომ გეუბნებოდი, მიშაც ამბობს, რომ მაქვს შანსებიო.
ნაწყვეტი ჩემი წიგნიდან – “ძალის გამოღვიძება”
შეგახსენებთ, პირველად საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა ტრამპმა 2000 წელს, რეფორმების პარტიიდან სცადა, თუმცა ხმის მიცემის დაწყებამდე კანდიდატურა მოხსნა. შემდეგ, 2015 წლის ივნისში, ტრამპმა საკუთარი თავი რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატად წამოაყენა და 2016 წლის მაისში, მისმა რესპუბლიკელმა კონკურენტებმა თავიანთი კამპანია შეაჩერეს და უკვე ივლისში, ტრამპი ოფიციალურად დასახელდა პრეზიდენტობის კანდიდატად მიმდინარე არჩევნებზე, ჰილარი კლინტონი დაამარცხა და 45-ე პრეზიდენტი გახდა.
კომენტარები