ყოფილი პარლამენტარი, ირაკლი მელაშვილი:
შეძახილით ხე გახმაო და მე მგონი “ქართული ოცნების” ლიდერებმა იმდენი ილაპარაკეს სსრკს-ს დროინდელი ტერმინოლოგიით ე.წ. “ომის პარტიაზე” , რომ მგონი აუხდათ!
ტრამპმა ორ საკვნძო თანამდეობაზე , უშიშროების საკითხებში პრეიზდენტის მრჩევლად, მაიკლ უოლცი და თავდაცვის მინისტრად პიტ ჰეგსეტი , ე.წ “რეიგანიზმის” აგრესიული საგარეო პოლიტიკის მიმდევრები და ტრადიციული რესპუბლიკელი “ქორები” დანიშნა. მესამე, სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიოც, მთელი პოლიტიკური კარიეირს მანძილზე მაგ გზის გამრძელებლად, მრავალი წელი ამერიკელი მემარჯვენეების ერთ ერთ ყველაზე პერსპექტიულ პოლიტიკოსად და პოტენციურ პრეზიდენტობის კანდიდატად ითვლებოდა. ერთადერთი, შარშან მხარი დაუჭირა უკრაინისთვის დახმარების შეფერხებას, მაგრამ ვფიქრობ ეს უფრო დემოკრატების პოლიტიკასთან შიდა პოლიტიკური დაპირისპირების ამბავი იყო და ამ კომბინაციაში დაუბრუნდება ძველსა გზასა.
სამივე მკაფიოდ გამოკვეთილი მკაცრი პოლიტიკის მომხრეა რუსეთის, ჩინეთის და ირანის მიმართ.
ჰოდა “ოცნებას” ტარმპის გამარჯვება რატომ უხაროდა, არ ვიცი. დემოკრატებისგან განსხვავებით ამ ხალხს შეიძლება დიდი გართულება არ ჰქონდეთ ადამიანის უფლებების, ან უმცირესობის დაცვის საკითხებზე, მაგრამ ამერიკის მოკავშირედ მიჩნეული ქვეყნის მცდარ გეოპოლიტიკურ არჩევანს, აშშ-ს სტარტეგიულ მოწინააღმდეგეებთან დაახლოების კურსს ეჭვი მაქვს, ძალიან მკაცრად და მკვეთრად უპასუხებენ. ასეთ დროს ქორი რესპუბლიკელების როგორც წესი, ბევრად უფრო ხისტები არიან საკუთარ პოლიტიკურ ნაბიჯებში, ვიდრე დემოკრატები, განსაკუთრებით იმ ქვეყნების მიმართ, სადაც აშშ-ს ათწლეულების განმავლობაში მილიარდობით დოლარის დახმარება აქვთ გაწეული. უკეთეს შემთხვევაში თავიდან გაფრთხილება, მერე კი მოქმედება იქნება.
ჰოდა ვინც ამერიკული პოლიტიკის ისტორია ცოტა მაინც იცის, იმას კი გაუჩნდება კიდევ ერთხელ კითხვა და ჩვენ ხელისუფლებას რა უხაროდა? სამწუხაროდ, როგორ ჩანს, ჩვენს ქვეყანას საკმაოდ ტურბულენტური პერიოდი უდგება.
კომენტარები