ბოლო დღეებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლევან ვასაძესთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აქტივისტების ჯგუფი „ალტ ინფო“ მზად არის ფინანსურად დაეხმაროს ტრანსგენდერ ქალს, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თავის დაწვა სცადა.
ინფორმაცია ამის შესახებ დაადასტურა სოციალურ ქსელში კომენტირებისას კონსტანტინე მორგოშიამაც.
„პრაიმტაიმი“ გურამ ფალავანდიშვილს დაუკავშირდა:
„მთელ მსოფლიოში ახლა ეპიდემიისას დაიწყო ტრანსგენდერების გამოსვლები, სამუშაო დავკარგეთო, ყველა ეხმარება, რომის პაპი ეხმარებათ.
ბენზის რომ გადაისხამ ალბათ პრობლემა გაქვს, კონსტანტინე მორგოშიამ თქვა, რომ მკურნალობის თანხებში დაეხმარებოდა.
ნებისიმერ ადამიანს თუ შიმშილით კვდება, რა თქმა უნდა პურს მივცემ, მაგრამ თუ ბინის ქირაობა გარყვნილებისთვის უნდა ამაში არ დავეხმარები.
დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში, თავიანთი საქმიანობა ყველაზე მეტად მათვე აზიანებთ.
პური ვინც არ უნდა გთხოვოს უნდა დაეხმარო.
ადამიანი როცა ესეთ გადაწყვეტილებას იღებს ანუ აქვს პრობლემა და ძალიან ცოდოა.
გინდა ტრანსგენდერი იყოს და გინდა მამათმავალი ყველა ჩვენი და-ძმა და შვილია. ადამიანია და შეცდომაშია, თავის დაწვას მიზეზს ვერ მოუძებნი“
კომენტარები