New York Post -ის ინფორმაციით, “ტრანსფორმერების” სათამაშოების სერიის შემქმნელი ჰენრი ორენშტაინი 98 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ჰენრი ორენშტაინი 1923 წლის 13 ოქტომბერს პოლონეთის ქალაქ ჰრუბიესოვში დაიბადა. მეორე მსოფლიო ომის დროს ძმასთან ერთად გერმანიაში ნაცისტების საკონცენტრაციო ბანაკში გაგზავნეს.
1947 წელს ორენშტაინი შეერთებულ შტატებში გადავიდა საცხოვრებლად. მან დააარსა სათამაშოების ხაზი Transformers, რომელიც შემდგომში მრავალი კომიქსების სერიების, ანიმაციური სერიებისა და ფილმების საფუძველი გახდა.
კომენტარები