პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი, “ტვ პირველთან” ამბობს:
ბიძინამ მაგარი ანალიზის უნარი მაქვსო და ანალიტიკოსი ვარო, ხომ იძახდა, იმ გათვლებით, დღეს ამას ვითამაშებ, იმას ვითამაშებ, ტრიუკებს ჩავატარებ, ასე ვიზამ, ამის იმედით შევიდა ამ ტყლაპოში, მისი ანალიზი რა იყო, იცით? ეგონა რუსეთს აქამდე უკრაინაში დამთავრებული ექნებოდა და ბიძინა ღარიბაშვილს ტრაქტატი2–ზე მოაწერინებდა ხელს, ეს იყო მისი ანალიზიც და პროგნოზიც. ახლა ეჭვი გაუჩნდა უკვე, ჯიუტობს ახლა და მაინც არაა დარწმუნებული, რომ დასავლეთი ომს მოიგებს, რა არ დააბრალა დასავლეთს, ომი უნდათ, მეორე ფრონტი უნდათ… მეორე ფრონტს არავინ სთხოვს, სინქრონიზაცია უნდა მოხედეს იმ პოლიტიკასთან რასაც დასავლეთი ატარებს. სამყარო გახდა ორპულუსიანი. დასავლეთი და უკრაინა დღეს არის განუყოფელი. დასავლეთმა უთხრა უკრაიანს, თუ უკრაინა აკეთებს ამას თავისი ინიციატივით, ამას მნიშვნელობა აღარ აქვს, უკრაინის წონა, პირადად ზელენსკის წონა დასავლეთში… ის არის დღეს ნომერ პირველი ფიგურა დასავლეთისთვის. მისი ერთი სიტყვა საკმარისია, რომ ნებისმიერ ქვეყანაში პრეზიდნეტი აირჩიონ ან გადაირჩიონ, მათ შორის აშშ–იც კი.
კომენტარები