მარიამ გეთიაშვილი შვილის დაბრუნებას ითხოვს.
სოციალურად დაუცველმა ქალმა რეფერალურ ჰოსპიტალში ნაადრევად იმშობიარა და ჩვილი 6-თვიანი ორსულობის შემდეგ გააჩინა.
ექიმების გადაწყვეტილებით, ბავშვი 3 თვე კლინიკაში უნდა დარჩენილიყო, რადგან მას ზონდით კვება სჭირდებოდა.
ახალშობილის დედის ინფორმაციით, სოციალური მომსახურების სააგენტომ კლინიკიდან ჩვილი ისე წაიყვანა, რომ მშობელს არ გააგებინა.
დღეს, ბავშვის დედამ საავადმყოფოს ტერიტორიაზე შეჭრა სცადა, რათა ექიმებთან შეხვედრა მოეხერხებინა.ოჯახს კიდევ ორი მცირეწლოვანი ჰყავს.
მე “სტაიანკაზეც” ვმუშაობ, თუ ზემოთ ტრასაზე ვდგავარ და 20 თეთრს ვაგროვებ თუ რას ვაკეთებ, მე მინდა ჩემი შვილები ჩემ გვერდით იყვნენ და ჩემ გვერდით გაიზარდონ.
სოციალური მუშაკები, იმის მაგივრად რომ დაგვეხმარონ და გვერდზე დაგვიდგნენ, ბავშვს იტაცებენ და უკანა კარიდან მიჰყავთ!
– აცხადებს ჩვილის დედა მარიამ გეთიაშვილი
„პრაიმტაიმი“ სამედიცინო კორპორაცია „ევექსს“ დაუკავშირდა. კორპორაციის პრესსამსახური გიორგი ნიორაძე აღნიშნავს, რომ 3 თვიანი ვადა გავიდა და ჩვილი კლინიკიდან გაეწერა. რაც შეეხება დამატებით დეტალებს, „ევექსი“ აღნიშნავს, რომ ეს ჯანდაცვის სამინისტროს კომპეტენციაა.
„აღნიშნული პაციენტს ესაჭიროებოდა ბინაზე გაწერა, შესაბამისად სოციალურმა სამსახურმა ჩათვალა, რომ ჩვილის მოვლა იქნებოდა მართებული სახელმწიფოს მხრიდან.
შესაბამისად, ჩვენ დავემორჩილეთ იმ გადაწყვეტილებას, რაც მოვიდა შესაბამისი რეგულატორიდან. ჩვენი მხრიდან ყველაფერი დაცული იყო, ჩვენ ვართ სამედიცინო სერვისის მიმწოდებელი და ჩვენ ვემორჩილებით სახელმწიფო გადაწყვეტილებებს.
ეს ამბავი მოხდა წინა კვირას. ბავშვი იყო დღენაკლული, რომელიც მკურნალობას გადიოდა, დასტაბილურდა, მისი განვითარების დონე შეესაბამებოდა მოცემულ ასაკს. ესაჭიროებოდა ბინაზე გაწერა”
ჯანდაცვის სამინისტროს მომხდართან დაკავშირებით ჯერჯერობით ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.
“ალია”– როგორც ჩანს, ჯანდაცვის სამინისტრომ მხოლოდ ერთი კვირის მერე გააგებინა მშობელს, რომ მისი შვილი სოციალურმა სამსახურმა წაიყვანა.
გაუგებარია, თუ ერთი ბავშვის გაზრდა არ შეუძლია ოჯახს, როგორ ზრდიან 2 შვილს და როგორ დატოვეს 2 შვილი მასთან? თუ დედას უტოვებ ორ შვილს, რატომ ართმევ მესამეს? ერთი ბავშვისთვის სახიფათოა იქ გაზრდა და ორი მცირეწლოვანისთვის – არა? – ჯანდაცვის სამინისტრო თუ იტყვის, რომ ამ ოჯახში ბავშვის გაზრდა არ შეიძლება, მაშინ, უნდა თქვას, ამ ოჯახში რომ ორი მცირეწლოვანი იზრდება, ეს როგორ მოხდა და როგორ დაუშვა მთელი ეს პერიოდი? სად იყო მთელი ეს პერიოდი სოციალური სამსახური?
და თუ მხოლოდ საკვებშია საქმე და თვლიან რომ ორი შვილის საკვები აქვს და მესამეს ვერ აჭმევს – ახლა რასაც აჭმევს ბავშვს სახელმწიფო, ის საჭმელი მიუტანოს სახლშიც!
კომენტარები