ეკატერინე ტიკარაძის მიერ, ტრენდულად დასახელებული “ფაიზერის” ვაქცინა კი უკვე ამოიწურა. 29 250 დოზა უკვე დაჯავშნილია, “ასტრაზენეკაზე” მოთხოვნა კი დღითიდღე მცირდება.
,, ვნახეთ რომ “ფაიზერის” შემთხვევაში რამდენიმე დღეში შეივსო ყველა ადგილი, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ნდობა ამ ვაქცინის მიმართ აქვთ. ამიტომ ხელისუფლება უნდა ეცადოს ისეთი ვაქცინები შემოიტანოს, რომლის მიმართაც მოსახლეობას ნდობა ექნება”,– აღნიშნა ლევან ანთაძემ
,,ის რომ “ფაიზერი” უკვე შეივსო, ეს არის ჩვენი გაუნათლებლობის მომენტი. ორივე ვაქცინა არის ძალიან ხარისხიანი. ჩავარდნები გვაქვს მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უნდა შევეშვათ”, -აღნიშნა ვახტანგ სურგულაძემ.
ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, “ფაიზერის” ვაქცინის რეგისტრაციაზე ძალიან მაღალი იყო აქტიურობა.
,,14 აპრილის ჩათვლით გამოყოფილი ყველა ადგილი შეივსო, რაც ჯამში შეადგენს 10000-ზე მეტ დოზას. 14 აპრილის შემდეგ “ფაიზერზე” რეგისტრაცია კვლავაც გაგრძელდება იმ დარჩენილი დოზების მისაღებად, რომელიც ქვეყანაში არის”,– განაცხადა თამარ გაბუნიამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში Pfizer-ის ვაქცინის მისაღებად დარეგისტრირება 25 მარტს დაიწყო.
წყარო – მთავარი
კომენტარები