„ფაიზერის“ რეგისტრაციის ჯავშნები პრაქტიკულად შეივსო თბილისში, არის ადგილები ქუთაისსა და ბათუმში. ველოდებით მონაცემებს, რამდენი დოზა „ფაიზერი“ დარჩება. დაახლოებით სამი ათასამდე უნდა იყოს დარჩენილი რეზერვში, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, გაიხსნება დამატებითი დრო, რომ ვაქცინა სრულად დაიჯავშნოს.
„ჯერჯერობით „ფაიზერი“ არის, მაგრამ ის ყველას მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს. მოვუწოდებ ყველას, ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში და გამოიყენონ ის ვაქცინა, რაც ქვეყანაშია. 10 ათასზე ოდნავ მეტი ადამიანია რეგისტრირებული, თუმცა დაემატება ქუთაისისა და ბათუმის ჯავშნები“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
შეგახსენებთ, ჯანდაცვის მინისტრმა “ფაიზერის” ვაქცინას დღეს ტრენდული ვაქცინა უწოდა.
კომენტარები