ტროტილით დატვირთული მანქანა, რომელიც ყირიმის ხიდის ასაფეთქებლად გამოიყენეს, რუსეთში საქართველოდან შევიდა. ინფორმაცია ამის შესახებ ვლადიმერ პუტინს საგამოძიებო სამსახურის შეფმა მიაწოდა.
ალექსანდრ ბასტრიკინის ვარაუდით, სპეციალური მანქანა რუსეთში ბულგარეთი, სომხეთი, საქართველოს გავლით შევიდა. რუსეთში ასევე დარწმუნებულები არიან, რომ მომხდარს თანამზრახველები რუსეთშიც ჰყავდა.
“ჩვენ უკვე დავადგინეთ სატვირთო მანქანის მარშრუტი, რომელშიც აფეთქება მოხდა. ეს არის ბულგარეთი, სომხეთი, საქართელო, ჩრდილოეთ ოსეთი, კრასნოდარის ტერიტორია. გარდა ამისა, იდენტიფიცირებულია გადამყვანები, პირები, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ სატვირთო მანქანის გადაადგილებაში.“ეფესბეს’ ოპერატორების დახმარებით შესაძლ;ებელი გახდა ეჭვმიტანილების იდენტიფიცრება. მათ შორის, ვსიაც შეეძლო ტერორისტული თავდასხმის მომზადება და ადამიანები, რომლებიც მოქმედებენ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე”, – განაცხადა ბასტრიკიკნმა პუტინთან თათბირის დროს.
მომხდარს ტერორისტული აქტი უწოდა თავად რუსეთის პრეზიდენტმაც. მისი თქმით. ქერჩის ხიდის აფეთქება უკრაინულმა სპეცსამსახურებმა დაგეგმეს.
ეჭვგარეშეა, ეს იყო ტერორისტული აქტი, რომელიც მიზნად ისახავდა კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის განადგურებას. თავდასხმა უკრაინის სპეცსამსახურების დაგეგმილი და განხორციელებულია, – აღნიშნა პუტინმა.
ყირიმის ხიდი 8 ოქტომბერს ააფეთქეს.
კომენტარები