ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე ახალგაზრდა მამაკაცს ავტომობილი დაეჯახა და ადგილზე გარდაიცვალა.
გარდაცვლილი ადგილობრივი, 28 წლის გიგა კაკაბაძეა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, ახალგაზრდა მამაკაცი ტროტუარზე იდგა, როცა მას სწრაფად მიმავალი მანქანა დაეჯახა.
თვითმხილველმა სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახა, თუმცა ექიმებს ის გარდაცვლილი დახვდათ.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
კომენტარები