პუბლიცისტი მაია ორჯონიკიძე გურამ დოჩანაშვილის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება და მწერლის ცხოვრების ყველზე მძიმე პერიოდს იხსენებს, როდესაც მან ვაჟი დაკარგა.
“ძალიან მეწყინა. ფაქტობრივად მის ხელში გავიზარდე – მეზობლები ვიყავით და სულ ახალგაზრდა გურამ დოჩანაშვილი მახსოვს… მასაც ერთ ძალიან გამხდარ და ცნობისმოყვარე გოგოდ ვახსოვდი 70-იანი წლების ბოლოდან.
მახსოვს მისი ულამაზესი ვაჟის ტრაგედიაც, რომელმაც ჯერ კიდევ ახალგაზრდა გურამი შინაგანად გადატეხა… მახსოვს ჩვენი საუბრებიც ლიტერატურაზე და არა მხოლოდ…
დედაჩემს ჩემზე მუდამ განსაკუთრებული სიყვარულით ესაუბრებოდა და მეც ძალიან მიყვარდა. ბოლოს ათი წლის წინ ვნახე, როცა იზას გარდაცვალების შემდეგ ბინა გამოვიცვალე… 60-იანელების დიდი ლიტერატურული თაობა თითქმის აღარ დარჩა ვუსამძიმრებ ოჯახს.
ფოტო: 2009 წელი, გურამის დაბადების დღე…
წავიდა თავის ულამაზეს ირაკლისთან” – იხსენებს მაია ორჯონიკიძე.
კომენტარები