კორონავირუსის პანდემიისა და პრევენციის მიზნით, ხელისუფლების მიერ რეკომენდაციების გამო, შეცვლილი ცხოვრების წესს საზოგადოების ნაწილი ვერ ეჩვევა.
შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ბოლო ჟამის ნიშნებზე სულ უფრო ხშირად საუბრობენ.
ეს ყველაფერი განსაკუთრებით გამოიკვეთა მაშინ, როცა საქმე ტაძრებში მრევლის შეკრებასა და ზიარების წესის შეცვლას შეეხო.
მორწმუნეების ნაწილი მიიჩნევს, რომ სწორედ ეს არის მეორედ მოსვლის ნიშნები: ვინაიდან ვირუსის გამო შეშინებული ხალხი ქალაქიდან გარბის და სოფელს შეეკედლა.
საჭიროება გახდა ქრისტეს დაბადებიდან დღემდე არსებული საეკლესიო წესების ცვლილება.
აზრთა სხვადასხვაობაა მღვდელთმსახურებშიც. სწორედ ამ ყველაფრის ფონზე საზოგადოების ნაწილი სოციალურ ქსელში წმინდა მამების წიანსწარმეტყველებიდან ამონარიდებს აქვეყნებს:
გთავაზობთ ამ ამონარიდებს:
როგორ მოვიქცეთ უკანასკნელი ჟამისასო – ჰკითხეს ერთხელ ბერ პაისს. მან კი უპასუხა: – წადით მთაში, სოფელში, გქონდეთ პატარა ბოსტანი, გყავდეთ ძროხა, თხები, ქათმები,სოფლის მეურნეობა გქონდეთ და მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებსო…
„თუ ცას დავკეტავ და წვიმა აღარ მოვა, ან თუ კალიას დედამიწის გადაჭმას ვუბრძანებ, ან თუ შავ ჭირს მოვუვლენ ჩემს ერს და ჩემი ერი, რომელიც ჩემი სახელით იწოდება, ქედს მოიდრეკს, ილოცებს, ძებნას დამიწყებს და შემობრუნდება თავისი უკეთური გზიდან, მაშინ ციდან მოვუსმენ, მივუტევებ ცოდვებს და განვკურნავ მათ ქვეყანას“ …
„წადი, ჩემო ხალხო, შედით თქვენ-თქვენ ოთახებში და გამოიკეტეთ კარი. მცირეხანს შეაფარე თავი, ვიდრე რისხვა გადაივლიდეს“. (ბიბლია, წინასწარმეტყველება ესაიასი, 26, 20).
პრაიმტაიმი
კომენტარები