ნინოწმინდის პანსიონის ყოფილი აღსაზრდელი ამბობს, რომ ჩვენების მიცემის შემდეგ ეკლესიამ ის გააგდო.
“ვთხოვე, მეუფესთვის შეეტყობინებინათ, რომ მივდიოდი ჩვენების მისაცემად, მაგრამ რა დეტალებზე, მე იქ არ მისაუბრია. უშუალოდ დეტალურად მოვუყევი ჩვენებაში ავსახე ყველაფერი, უშუალოდ ჩემ მიმართ, ჩემი მეგობრების მიმართ იყო და ამის გამო რითი გვაშინებდნენ. მე მერე ვთხოვე, რომ დავებრუნებინე უკან.
დაკითხვა დასრულდა დაახლოებით 12 საათზე და შემდეგ დავბრუნდი უნივერსიტეტში არსებულ საერთო საცხოვრებელში.
მე გამომიცხადეს, რომ ლუკა, შენ ბარგს აიღებ, ჩაალაგებ, დღეს ღამეს სხვაგან გაათევ და ხვალ წადი. უშუალოდ შემსწრე ვიყავი, რომ მასწავლებელმა ბავშვს კარადაზე არტყმევინა თავი და მერე ეს მიიჩქმალა, იმიტომ რომ ეს არც ზედამხედველს გაუგია მაშინ”. – თქვა ნინოწმინდის პანსიონის ყოფილმა აღსაზრდელმა.
კომენტარები