უკრაინის ვიცე-პრემიერმა ირინა ვერეშჩუკმა საერთაშორისო წითელ ჯვარს მოუწოდა, დახმარება გაწიოს რუსეთის ჯარისკაცთა გვამების რუსეთის ფედერაციაში დაბრუნებაში.
უკრაინის ვიცე-პრემიერი:
„ეს არის ჰუმანიტარული აუცილებლობა და ჩვენ მოვითხოვთ, რომ რუსეთის ოკუპანტთა გვამებმა დატოვოს უკრაინის ტერიტორია და წაღებულ იქნეს რუსეთის ფედერაციაში. რუსეთის ფედერაციაში უნდა იცოდნენ, რამდენია ასეთი გვამი და რუსეთის რამდენი ოკუპანტი წევს უკრაინის მიწაზე,“
მან მოუწოდა რუსეთის მოსახლეობას, იზრუნონ იმაზე, რომ უკრაინაში ნაკლები იყოს რუსეთის ჯარისკაცების გვამები.
უკრაინის არმიის სახმელეთო ძალების ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინის ძალებმა გაანადგურეს 14 თვითმფრინავი, 8 ვერტმფრენი, 102 ტანკი და 536 ჯავშანმანქანა. მოკლულია 3500 ჯარისკაცი, 200-მდე კი – ტყვედ აიყვანეს.
რუსეთის მხარე არ აქვეყნებს საკუთარ ჯარებში მოკლულთა და დაჭრილთა შესახებ მონაცემებს.
კომენტარები