დაპირისპირება იყო დღეს თბილისის საკრებულოში, სადაც თბილისის მერმა, კახა კალაძემ წლიური ანგარიში წარადგინა.
საკრებულოს დეპუტატი, ცოტნე კობერიძე:
–ბატონო კახა, თუ გულწრფელად გვილოცავთ კანდიდატის სტატუსს, ფურცლიდან წაკითხვა რატომ გჭირდებათ? რად უნდა დაწერილი ტექსტი იმას, რომ გულით და სულით მოგვილოცოთ? საინტერესოა, ისევ ჩალის ფასად თვლით თუ არა, კანდიდატის სტატუსს?
–გაუთიშეთ, გაუთიშეთ – ისმის ხმა.
საკრებულოს დებუტატი, საბა ბუაძე:
–მიუხედავად თქვენი მოწოდებისა, ევროკავშირმა კანდიდატის სტატუსი თავისთვის არ შეინახა, ბატონო კაცი. ეს ცენზურა უბრალოდ უხერხულია და თუ გეშინიათ კითხვების, ბატონო კახი სულ ნუ მოხვალთ.
კომენტარები