წალენჯიხის მუნიციპალიტეტში თბილისიდან სამედიცინო ექსპერტები ორი დღის განმავლობაში მოსახლეობისათვის ჯანდაცვის ხელმისაწვდომობას ეცნობოდნენ.
ასოცირებული პროფესორმა ვახტანგ ჩხეიძემ, ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციის სააგენტოს ყოფილმა უფროსმა თეიმურაზ პირველაშვილმა და მალხაზ ჩხიკვაძემ ჯანდაცვის სოციალური მომსახურების დევნილთა და ბავშთა უფლებების მხარდაჭერის განყოფილების უფროს მერაბ შონიასთან ერთად ადგილობრივ სამედიცინო ინფრასტუქტურაც დაათვალიერეს.
დღეს ისინი, მუნიციპალიტეტის მერს გიორგი ხარჩილავას შეხვდნენ, სადაც განიხილეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სამედიცინო კუთხით შექმნილი ვითარება. აღნიშნეს, რომ იგეგმება ჯანდაცვის სერვისების გაუმჯობესება.
„ ჯგუფის ინტერესის საგანს წარმოადგენდა, თუ რამდენად ხელმისაწვდომია წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სამედიცინო მომსახურეობა. მიუხედავად იმისა, რომ წალნჯიხაში “ევექსის“ კლინიკა ფუნქციონირებს მას არ გააჩნია სრული სამედიცინო მომსახურეობა“, – აცხადებს წალენჯიხის მერის მოადგილე თამარ ბელქანია, რომელიც წალენჯიხაში ჯანდაცვის სფეროს კურირებს.
მისივე განცხადებით, ჯგუფის წევრებმა ყველა ამბულატორია დაათვალიერეს. ისაუბრეს იმ პრობლემებზე, რომელიც ადგილზეა შექმნილი. ასევე, საუბარი შეეხო წალენჯიხაში ოდითგანვე არსებულ ძლიერ სამედიცინო კულტურასა და მედპერსონალს.
კომენტარები