წალენჯიხის მერია ცენტრალურ ხელისუფლებას სქურის გზის რეაბილიტაციისთის 8 მილიონ ლარს სთხოვს.
წალენჯიხის მერი გიორგი ხარჩილავა საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს და 8 მილიონი ლარის გამოყოფისკენ მოუწოდებს. აღნიშნული თანხა, როგორც წალენჯიხის მერიაში ამბობენ, კურორტ სქურამდე მისასვლელი 5-კილომეტრიანი გზის რეაბილიტაციას უნდა მოხმარდეს. პროქეტი უკვე შედგენილია.
წალენჯიხის მერის ამ მოთხოვნას დღეს სქურის მოსახლეობაც შეუერთდა. ადგილობრივები სოფელში არსებულ სავალალო მდგომარეობაზე საუბრობენ.
კომენტარები