წალენჯიხის მერობის კანდიდატი გახარიას პარტიიდან, გელა აბულაძე ანტიკორუფციულ სამსახურში დაიბარეს.
საქმე 15 წლის წინანდელ სავარაუდო დარღვევებს ეხება.
ფორმულას ცნობით, 3 დღის წინ მას ქართული ოცნების წარმომადგენლებმა კანდიდატურის მოხსნა მოსთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი პრობლემების შექმნით დაემუქრნენ.
დღეს, 23 აგვისტოს, პარტიის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ირაკლი მიქელაძემ თქვა, რომ პარტიის კანდიდატებს ქართული ოცნება სოლიდურ თანხას სთავაზობს, რათა წარდგენის შემდეგ გახარიას გუნდის დატოვების შესახებ განცხადება გააკეთონ.
კომენტარები