წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო-საგანმანათლებლო ცენტრი, 2022 წელს გაწეული მუშაობის ანგარიშის აქვეყნებს:
2022 წლის 7 იანვარს ქალაქის ცენტრალურ მოედანზე საახალწლო-საშობაო ღონისძიება ჩატარდა, რომელშიც მონაწილეოდნენ სახელოვნებო-საგანმანათლებლო ცენტრთან არსებული ბიჭუნათა ფოლკოლური ანსამბლი ‘’ლაკადა’’, ქორეოგრაფიული ანსამბლი ‘’მამული’’ ხელმძღვანელი ნიკოლოზ თორია, ფოლკლორული ჯგუფი ‘’მამული’, ხალხურ საკრავთა ორკესტრი ‘’თუთა’’, ასევე ვოკალური ანსამბლი ‘’ათინათი’’
2022 წლის 25 თებერვალს მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის საკონცერტო დარბაზში ქართული ენისა და ლიტერატურის წრის მოსწავლეთა მონაწილეობით ჩატარდა ღონისძიება- ‘’და უძრავ იყო თებერვლის ღამე…“ (ხელმძღვანელი თეო კვარაცხელია), რომელიც მიეძღვნა საბჭოთა ოკუპაციის 101-ე წლისთავს.
ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებდნენ: ანი ხარჩილავა, ალექ მესხია, სახელოვნებო განყოფილების პედაგოგები, ბიჭუნათა ფოლკლორული ანსამბლი ‘’ლაკადა’’ (ხელმძღვანელი მერაბ ციმინტია).
ღონისძიების მეორე ნაწილში საბჭოთა ოკუპაციის თემაზე ისაუბრა მერის მოადგილემ ქ-ნ თამარ ბელქანიამ.
2022 წლის 28 თებერვალს უკრაინის მხარდასაჭერ აქციაში მონაწილეობას ღებულობდნენ ქართული ენისა და ლიტერატურის წრის მოსწავლეები.
3 მარტს ლიის ქორეოგრაფიული ანსამბლი მონაწილეობას ღებულობდა დედის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში.
9 მარტს ამავე ანსამბლის წევრებმა უკრაინის მხარდასაჭერი ღონისძიება ჩაატარეს, რომელიც უკრაინის ჰიმნით დასრულდა.
უკრაინის მხარდასაჭერად სახელოვნებო-საგანმანათლებლო ცენტრმა სპეციალურად გახსნილ ანგარიშზე ჩარიცხა 435 ლარი
9 აპრილს, ამავე დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩაატარდა სახელოვნებო განყოფილებამ (სამუსიკო სკოლა), რომელშიც მონაწილეობდნენ ამავე განყოფილების მოსწავლეები თავიანთ პედაგოგებთან ერთად. ხელმძღვანელი ლალი ვაშაკიძე.
აქვე უნდა აღინიშნოს რომ ბ-მა დავით ოდიშარიამ სამუსიკო სკოლას საჩუქრად გამოუგზავნა იაპონური ბრენდის ციფრული პიანინო, ღონისძიებაზე საფორტეპიანო ნომრები პირველად შესრულდა ამ ინსტრუმენტზე
ამავე დღისადმი მიძღვმნილი ღონისძიება ჩაატარა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა ‘’იმედი’’ ხელმძღვანელი ნონა ბაღიშვილი
11 აპრილს მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში შედგა შეხვედრა მსახიობ პოეტ ელდინო საღარაძესთან, სტუმარმა წაიკითხა ლექსები და უპასუხა დამსწრეთა კითხვებს.
14 აპრილს დედა ენისა და სიყვარულის დღესთან დაკავშირებით მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში ჩატარდა ‘’ერთი ლექსის საღამო’’, რომელშიც მონაწილეობდნენ მუნიციპალიტეტის სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეები. მოსწავლეებს გადაეცათ დიპლომები და სიგელები.
15 აპრილს, დედა-ენისა და სიყვარულის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩაატარეს ქორეოგრაფიულ ანსამბლ ‘’იმედის’’ წევრებმა (ხელმძღვანელი ნონა ბაღიშვილი).
2022 წლის 21 აპრილს, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის დარბაზში გაიმართა ტრადიციულ საქველმოქმედო აქცია-ღონისძიება ‘’იჩქარეთ, აკეთეთ სიკეთე!’’ (ხელმძღვანელი სოფო კვარაცხელია). შემოსული თანხა 1887 ლ გადაეცა ვახტანგ და თეონა ძაძამიების ოჯახს, მათი 3 წლის ბიჭუნას, დემეტრე ძაძამიას დასახმარებლად, რომელიც ლეიკემიითა დაავადებული.
29 აპრილს მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის ეზოში გამწვანების აქცია გაიმართა, ეზოში დაირგა ხე-მცენარეები, ყვავილები. სპონსორობა გასწია ცენტრის ორგანიზატორმა მარინე შანავამ.
6 მაისს, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის საკონცერტო დარბაზში გაიმართა ლიტერატურული საღამო ”ერთი გაკვეთილი სცენაზე”, რომელშიც მონაწილეობდნენ ქართული ენისა და ლიტერატურის წრის მოსწავლეები, ბავშვებმა წაიკითხეს ლექსები, ნაწყვეტები მოთხრობებიდან, საღამოზე შესრულდა საფორტეპიანო ნომრები. ღონისძიება მოამზადა წრის ხელმძღვანელმა, ცენტრის კოორდინატორმა სოფო-თეო კვარაცხელიამ, მუსიკალურად გააფორმეს სოფიო აბულაძემ და მარიამ ქუჩულორიამ.
2022 წლის 9 მაისს ლიის ქორეოგრაფიული ანსამბლის წევრები ლიის შინმოუსვლელთა მემორიალთან შეიკრიბნენ, პატივი მიაგეს დიდ სამამულო ომში დაღუპულთა ხსოვნას და ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავი მოკრძალებული ღონისძიებით აღნიშნეს. /ხელმძღვანელი ნონა ბაღიშვილი/ ამას გარდა, 9 მაისი მივულოცეთ სამამულო ომის ერთადერთ ვეტერან ქალბატონს ვარვარა ბონდარენკოს.
18 მაისს, ეროვნული სამოსის დღესთან დაკავშირებით, კულტურის ცენტრის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მონაწილეობას ღებულობდა ჩვენს ცენტრთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი ‘’იმედი’’ .
ამავე დღეს, 18 მაისს, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის საკონცერტო დარბაზში ჩატარდა კლასიკური მუსიკის კონცერტი, სადაც მოცარტის, მორიკონეს, გარდელის, როტას, ლეგრანის, ბეთჰოვენის, ყანჩელის, დიასამიძის, ლაღიძის და სხვა ცნობილ კომპოზიტორთა საოპერო ნაწარმოებები როიალზე შეასრულა განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებულმა მოსწავლემ, მარიამ ქუჩულორიამ, რომლისთვისაც დღევანდელი საღამო იყო დებიუტი. ღონისძიება მოამზადა ცენტრის კოორდინატორმა სოფო-თეო კვარაცხელიამ, პედაგოგი სოფიო აბულაძე.
22 მაისს, ქ ზუგდიდში საქართველო-ზემო სვანეთის რეგიონის ქორეოგრაფიულმა კავშირმა ჩაატარა ბავშვთა და მოზარდთა ხელოვნების ფესტივალი, სადაც მონაწილეობას ღებულობდა სახელოვნებო-საგანმანათლებლო ცენტრთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი’’მამული’’ (ხელმძღვანელი ნიკოლოზ თორია), ანსამბლმა დიდი მოწონება დაიმსახურა და დაჯილდოვდა დიპლომითა და სამახსოვრო საჩუქრით.
26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო კონცერტში მონაწილეობას ღებულობდნენ სახელოვნებო-საგანმანათლებლო ცენტრის აღსაზრდელები, ცენტრთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი ‘’მამული’’, (ხელმძღვანელი ნიკოლოზ თორია), ფოლკლორული ანსამბლი ‘’ლაკადა’’, (ხელმძღვანელი მერაბ ციმინტია), ვოკალური ანსამბლები ‘’ათინათი’’ და ‘’ნოტები’’. საღამოს მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში გაიმართა ნიკოლოზ ხომასურიძის ფილმის- ექვთიმე ღვთისკაცი’’-ს ჩვენება, ფილმის დასასრულს კი ანსამბლ ‘’ათინათი’’-ს სოლისტებმა შეასრულეს პატრიოტული სიმღერები. (ხელმძღვანელი თამარ მიქავა). 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩაატარა ასევე ჩვენს ცენტრთან არსებულმა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა ‘’იმედი’’
29 მაისს ლიტერატურული წრის მოსწავლეები, პედაგოგ მ ა რ ი ნე შ ა ნ ა ვ ა ს თ ა ნ ერთად ესტუმრნენ დადიანების სასახლეს და მონაწილეობა მიიღეს სასახლეში მიმდინარე ისტორიულ საგანმანათლებლო პროგრამაში რომლის მიზანი იყო მუზეუმის პოპულარიზაცია , ახალგაზრდების დაახლოება ისტორიულ მემკვიდრეობასთან და მათი ჩართვა საგანმანათლებლო აქტივობებში მოსწავლეებმა დაათვალიერეს სასახლის მუზეუმი, დადიანების დედოფლისეული ექსპონატები, გაეცნენ მუზეუმში დაცულ უნიკალურ ხელნაწერებს.
მიმდინარე წლის 1 ივნისს, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებები ჩატარდა, რომელიც მოიცავდა
ასფალტზე ხატვა.
ხატვის წრის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა
(პედაგოგი მარინე კვარაცხელია).
თექის წრის მოწავლეთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა
(პედაგოგი ელენე ნაჭყებია).
დასასრულს ვოკალურ ანსამბლ ‘’ნოტები’’-სა და ფოლკლორულ ანსამბლ ‘’მამული’’-ს კონცერტი გაიმართა. (პედაგოგები: სოფიო აბულაძე და ბექა ზარქუა)
8 ივნისს სახელოვნებო განყოფილებამ ჩაატარა საღამო-კონკურსი ძველი ქართული კინო-მუსიკა, რომელშიც მონაწილეობდნენ ამავე განყოფილების მოსწავლეები და პედაგოგები, ღონისძიება მიზნად ისახავდა ძველი ქართული კინოფილმების პოპულარიზაციას, გაიმართა კონკურსი მაგიდებს შორის, ჟიურიმ გამოავლინა გამარჯვებულები, რომლებიც სამახსოვრო საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.
10 ივნისს ქ. ჯვარის კულტურის სახლში ბავშვთა მუსიკალურ-ქორეოგრაფიული კონკურსი ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ, როგორც ადგილობრივი შემოქმედებითი კოლექტივები, ასევე სხვადასხვა ჟანრის ნორჩი შემსრულებლები თბილისიდან და ყაზახეთიდან.
ჩვენს ცენტრთან არსებული 3 ანსამბლი (ლაკადა, თუთა, ათინათი) ღებულობდა ამ კონკურსში მონაწილეობას და სამივემ გრან-პრი მოიპოვა
ღონისძიება ყაზახეთის დედაქალაქ ნურ-სულთანიდან (ასტანა), სახელოვნებო სტუდია”Children’s club”, საკონკურსო პროექტის UniStar-Astana ფარგლებში გაიმართა.
16 ივნისს სახელოვნებო განყოფილების საკონცერტო დარბაზში, ამავე განყოფილების საანგარიშო კონცერტი ჩატარდა.
17 ივნისს, ვეფხისტყაოსნის კითხვის დღესთან დაკავშირებით მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში ჩატარდა ტრადიციული ღონისძიება ‘’ჩვენ ვკითხულობთ ვეფხისტყაოსანს’’, რომელშიც მონაწილეოდნენ ლიტერატურული წრისა და ქართული ენისა და ლიტარატურის წრის მოსწავლეები, ხელმძღვანელი მარინე შანავა და სოფო კვარაცხელია. ღონისძიებას ესწრებოდა რეჟისორი და ანიმატორი, საბავშვო პროექტის ‘’ ჩვენ ვკითხულობთ, ვსწავლობთ, ვასურათებთ ვეფხისტყაოსანს’’ ავტორი ბ-ნი ნოდარ ბეგიაშვილი.
19 ივნისს, მოსწავლე -ახალგაზრდობის სახლის საკონცერტო დარბაზში , საგანმანათლებლო განყოფილებასთან არსებული ვოკალურ ანსამბლ ,,ნოტების“ საანგარიშო კონცერტი გაიმართა, ხელმძღვანელი: სოფიო აბულაძე. ღონისძიებას უძღვებოდა მუსიკალური სკოლის კურსდამთავრებული მირანდა გაბელია.
19 ივნისს , წალენჯიხაში ,,თანამედროვე ხელოვნების გალერეის“ გახსნას ესწრებოდნენ საგანმანათლებლო განყოფილების მოსწავლეები, პედაგოგებთან და მშობლებთან ერთად. მათ დაათვალიერეს გალერეაში გამოფენილი გურამ ფუტკარაძისა და სხვა მხატვრების ორიგინალური და საინტერესო ნამუშევრები.
22 ივნისს, ქ.ჯვარის სახელოვნებო განყოფილების აღსაზრდელებმა სასწავლო წლის შემაჯამებელი კონცერტი გამართეს. ხემძღვანელი ელისო კვარაცხელია და ნინო სხილაძე.
24 ივნისს სენაკში ჩატარდა კონკურს ფესტივალი ,,კუჩხი ბედინერი”, სადაც წარმატებით გამოვიდა ქორეოგრაფიული ანსამბლ ‘’იმედი’’.
25 ივნისს ქობულეთსა და ბათუმში ჩატარდა ხელოვნების საერთაშორისო კონკურს-ფესტივალი, რომელშიც 25 სხვადასხვა კოლექტივებს შორის მონაწილეობას ღებულობდნენ ჩვენს ცენტრთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლები ‘’მამული’’ და იმედი’’, ასევე ვოკალური ანსამბლი ‘’ათინათი’’. ‘’მამული’’ და ‘’ათინათი’’ დაჯილდოვდა გრან-პრით, ხოლო ‘’იმედმა’’ მოიპოვა მეორე ადგილი. (პედაგოგები: ნიკოლოზ თორია, ნონა ბაღიშვილი და თამარ მიქავა).
27 ივნისს, ხელოვნებისა და ტურიზმის განვითარების ცენტრმა ‘’ოდიში’’ ზუგდიდში ჩაატარა ხელოვნების VI საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი არტ-კოლხი, რომელშიც მონაწილებდა ჩვენს ცენტრთან არსებული ფოლკლორული ანსამბლი ‘’თუთა’’, ასევე ქორეოგრაფიული ანსამბლი ‘’იმედი’’. ანსამბლმა ‘’თუთამ’’ მოიპოვა გრან-პრი, ხოლო ანსამბლმა ‘’იმედი’’, ლაურეატის წოდება. დაჯილდოების ცერემონიალი და გალა-კონცერტი გაიმართა.
29 ივნისს ანაკლიაში. ფესტივალზე საქართველოს სხვადასხვა კუთხის მხატვრულ კოლექტივებთან ერთად მონაწილეობდნენ ლიეტუას, (სამხრეთ ამერიკა) კოლუმბიის, ისრაელის, თურქეთის, სომხეთის მხატვრული კოლექტივები.
29 ივნისს ქართული ენისა და ლიტერატურის წრის მოსწავლეები (წრის ხელმძღვანელი სოფო-თეო კვარაცხელია), იმყოფებოდნენ ტერენტი გრანელის სახლ-მუზეუმში, სადაც დაათვალიერეს მუზეუმში დაცული ყოფითი და ეთნოგრაფიული ნივთები, პოეტის ხელნაწერები, ფოტომასალები, პერიოდიკა, სხვადასხვა ავტორების ფერწერული და გრაფიკული ტილოები, თავად პოეტის გრაფიკული ნამუშევრები, წაიკითხეს ლექსები.
29 ივნისს, სახელოვნებო განყოფილების პედაგოგმა ქ-მა ნანა სურგულაძემ ამავე განყოფილების საკონცერტო დარბაზში ჩაატარა საფორტეპიანო კლასის საანგარიშო კონცერტი, საღამოზე მოსწავლეებმა შეასრულეს სხვადასხვა ცნობილ კომპოზიტორთა სიმღერები და საფორტეპიანო ნაწარმოებები, ღონისძიების დასარულს ქ-მა ნანამ მოსწავლეებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. (საღამოს ორგანიზატორი ლალი ვაშაკიძე, კონცერტმეისტერი ირმა ცანავა).
მიმდინარე სასწავლო წელს სახელოვნებო განყოფილების ექვსწლედი 15 ივლისს ჩვენს ცენტრთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი ‘’იმედი’’ მონაწილეობას ღებულონდა ხელოვნების საერთაშორისო სატელევიზიო კონკურს-ფესტივალზე „ოქროს მართვე“, GNS • ჯიენეს-ზე, სადაც მოხვდა ნახევარფინალში, (ხოლო ფინალური კონკურსის შედეგებს ქვემოთ მოგახსენებთ)
16 ივლისს წალენჯიხის ვლადიმერ შანავას სახელობის სპორტ-დარბაზში ‘’არტ-ფესტივალი”-ს დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო მოზარდების მიერ შექმნილი 150-ზე მეტი ნამუშევარი, სამხატვრო აკადემიის სტუდენტთა მიერ შექმნილი ქანდაკებები, ფერწერული ტილოები. პროექტ ‘’არტ-ფესტივალში’’ მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლთან არსებული სამხატვრო წრის 9 აღსაზრდელი ღებულობდა მონაწილეობას (პედაგოგი მარინე კვარაცხელია), მოსწავლეთა ნამუშევრებმა დიდი მოწონება დაიმსახურა.
12-დან 19 სექტემბრამდე სახელოვნებო-საგანმანათლებლო ცენტრთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი ‘’მამული’’ გასტროლებზე იმყოფებოდა ჩეხეთში, სადაც მონაწილეობას ღებულობდნენ საერთაშორისო არტ ფესტივალზე ‘’სულიკო-2022’’ (ხელმძღვანელი ნიკოლოზ თორია, ქორეოგრაფი ანი ჩიქოვანი )
27 სექტემბერს, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში ჩატარდა საღამო: ”ჩვენ დავბრუნდებით სოხუმში!”, რომელიც მიეძღვნა სოხუმის დაცემის დღეს. ღონისძიებაზე მონაწილეობდნენ ქართული ენისა და ლიტერატურის წრის მოსწავლეები, სახელოვნებო განყოფილების პედაგოგები, (ხელმძღვანელი სოფო-თეო კვარაცხელია).
9 ოქტომბერს კულტურის ცენტრის ორგანიზებით წალენჯიხის კინო-თეატრში ჩატარდა ღონისძიება ‘’ჩვენ ვკითხულობთ ტერენტი გრანელს’’, რომელშიც მონაწილეობდნენ ქართული ენისა და ლიტერატურული წრის მოსწავლეები (ხელმძღვანელი თეო კვარაცხელია),
ასევე სახელოვნებო განყოფილებასთან არსებული ვოკალური ჯგუფი ‘’ჰარმონია’’ მეოთხე კვარტალი.
6 ოქტომბერს ‘’გრანელობის’’ კვირეულის ფარგლებში, ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა ‘’იმედი’’ ჩატაარა ტერენტი გრანელის პოეზიის საღამო. (ხელმძღვანელი ნ.ბაღიშვილი).
‘’გრანელობა-2022’’ პროგრამის ფარგლებში სახელოვნებო-საგანმანათლებლო ცენტრმა გამოაცხადა კონკურსი სკოლებს შორის ‘’საუკეთესო მიძღვნა ტერენტი გრანელს; ლექსი, ნახატი, ჩანახატი’’, სადაც მონაწილეობა მიიღო 18-მა მოსწავლემ, მათ შორის კონკურსში ჩაერთო ქ. ჩხოროწყუს პირველი საჯარო სკოლა რამოდენიმე ნამუშევრით. სპეციალურმა კომისიამ გამოავლინა გამარჯვებულები.
10 ნოემბერს ‘’გრანელობა-2022’ პროგრამის ფარგლებში ტერენტი გრანელის სახლ-მუზეუმში ქართული ენისა და ლიტერატურის წრის მოსწავლეებმა წარმოადგინეს ლიტერატურული კომპოზიცია ‘’გრანელი’’ (ხელმძღვანელი სოფო კვარაცხელია). მუზეუმშივე დაჯილდოვნენ ცენტრის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები:
სიმბოლური საჩუქრები გამარჯვებულებს გადასცა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ქ-ნ თამარ ბელქანიამ.
იმავე დღეს, 10 ნოემბერს, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის საკონცერტო დარბაზში კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრმა წარმოადგინა სპექტაკლი ‘’ჩუმად, რეპეტიცია!’
21 ოქტომბერს, ქ.ზუგდიდში, მეგრულ-ლაზურ-სვანური პოეზიისა და ფოლკლორის პირველი საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდა. ფეტივალზე წარმატებით გამოვიდა სახელოვნებო-საგანმანათლებლო ცენტრთან არსებული ფოლკლორული ანსამბლი ”ლაკადა” (ხელმძღვანელი მერაბ ციმინტია), ასევე წალენჯიხელმა პოეტებმა: ლია ანთიამ და ვალერი ძაძამიამ წაიკითხეს მეგრული ლექსები.
21 ოქტომბერს ჩვენს ცენტრთან არსებულმა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა- ‘’იმედი’’ ჩაატარა ღონისძიება ‘’შემოდგომის ზეიმი’’, რომელშიც მონაწილეობდნენ ამავე ანსამბლის აღსაზრდელები, ზეიმში აქტიურად ჩაერთნენ პედაგოგები და მშობლები (ხელმძღვანელი ნონა ბაღიშვილი).
30 ოქტომბერს მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში მხატვარ ანზორ კვარაცხელიას ნახატების გამოფენა მოეწყო, ანზორ კვარაცხელია ათეულ წელზე მეტხანს სახელოვნებო-საგანმანათლებლო ცენტრში ხატვის წრის პედაგოგი გახლდათ, მან თავისი ნიჭიერი მოსწავლეების ნამუშევრების არაერთი გამოფენა მოაწყო, აღსანიშნავია ისიც, რომ მისმა 8 მოსწავლემ სამხატვრო აკადემია დაამთავრა, გამოფენამ, რომელსაც პედაგოგები, კოლეგები, მეგობრები და ოჯახის წევრები ესწრებოდნენ, დიდი მოწონება დაიმსახურა. გამოფენა ორი კვირა გაგრძელდა!
12 ნოემბერს სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონის ქორეოგრაფთა კავშირმა ქ.ზუგდიდში ჩაატარა ბავშვთა და მოზარდთა ქორეოგრაფიული ანსამბლების ფესტივალი ‘’სამეგრელო ქორეოგრაფიულ ფერხულში”, სადაც წარმატებით გამოვიდა სახელოვნებო-საგანმანათლებლო ცენტრთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი ‘’მამული’’ და დაჯილდოვდა დიპლომით, (ხელმძღვანელი ნიკოლოზ თორია) ხოლო ხელოვანის ქომაგის წოდება მიენიჭა ანსამბლის ქორეოგრაფს ანი ჩიქოვანს.
16 ნოემბერს ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში ხატვის წრის მოსწავლეთა ნამუშევრები გამოიფინა, (პედაგოგი მარინე კვარაცხელია) ნახატებმა დიდი მოწონება დაიმსახურა.
23 ნოემბერს წალენჯიხის სახელოვნებო-საგანმანათლებლო ცენტრთან არსებული ლიის ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,იმედი” წარმატებით გამოვიდა ქ. თბილისში, გრიბოედოვის თეატრში გამართულ საერთაშორისო ფესტივალზე ‘’კოლხიდა2022’’ . ანსამბლმა მოიპოვა ლაურეატის წოდება და ერთ კვირიანი საგზური ბულგარეთში ქალაქ ნესებრში, ფოლკლორის საერთაშორისო საბავშვო და ახალგაზრდულ ფესტივალ-კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.
25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში ხატვის წრის მოსწავლეებმა მორიგი გამოფენა მოაწყვეს! (ხელმძღვანელი მარინე კვარაცხელია).
იმავე დღეს დიდი ქართველი პოეტის ტერენტი გრანელის დაბადების დღის აღსანიშნავად მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის საკონცერტო დარბაზში ქართული ენისა და ლიტერატურის წრის მოსწავლეებმა წარმოადგინეს ლიტერატურული კომპოზიცია: ‘’ჩემი გვარი გრანელი, პოეზიას დარჩება!’’ {ხელმძღვანელი თეო კვარაცხელია)
3 დეკემბერს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით წალენჯიხის კინო-თეატრის დარბაზში კულტურის ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობდნენ სახელოვნებო-საგანმანათლებლო ცენტრთან არსებული ანსამბლები: ‘’ლაკადა’’, ‘’თუთა’’, ‘’ათინათი’’ და ‘’ნოტები’’.
19 დეკემბერს, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის საკონცერტო დარბაზში ჩატარდა საღამო- ”გაკვეთილის ერთი ფრაგმენტი სცენაზე ფინჯან ჩაისთან ერთად”, სადაც მონაწილეობდნენ ლიტერატურული წრის მოსწავლეები, ღონისძიების იდეის ავტორი და ხელმძღვანელი მარინა შანავა.
სასცენო ხელოვნების სატელევიზიო კონკურს-ფესტივალი ” ოქროს მართვე”- 2022 წლის ლაურეატი გახდა ჩვენს ცენტრთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი ‘’იმედი’’ და მოიპოვა მეორე ადგილი. 2023 წლის 22-26 აპრილს ანსამბლი მონაწილეობას მიიღებს თურქეთში ქ. ფეტიეში საერთაშორისო ფესტივალში.
25 დეკემბერს ჩვენს ცენტრთან არსებულმა ლიის ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა ‘’იმედი’’ ჩაატარა საახალწლო-საშობაო ღონისძიება. (ხელმ. ნონა ბაღიშვილი)
26 დეკემბერს, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში ხატვის წრის ხელმძღვანელმა, მხატვარმა მარინა კვარაცხელიამ მოაწყო გამოფენა-კონკურსი ‘’ზამთრის პეიზაჟი’’, რომელშიც აქტიურად ჩაერთნენ ამავე წრის მოსწავლეები, სპეციალურმა კომისიამ გამოავლინა გამარჯვებულები. დიპლომი დაიმსახურა წალენჯიხის მესამე საჯარო სკოლის მერვე კლასის მოსწავლემ საბა კალანდიამ, ხოლო ათმა მოსწავლემ მოიპოვა სიგელი აქტიური მონაწილეობისთვის, გამარჯვებულებს დიპლომი და სიგელები გადასცა მარინე კვარაცხელიამ.
იმავე დღეს, 26 დეკემბერს, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე საახალწლო-საშობაო ზეიმი გაიმართა, რომელშიც აქტიური მონაწილეობა მიიღეს სახელოვნებო-საგანმანათლებლო ცენტრთან არსებულმა, როგორც ქორეოგრაფიულმა, ასევე ვოკალურმა, ფოლკლორულმა და საესტრადო ანსამბლებმა: ‘’მამული’’ (ხელძღვანელი ნიკოლოზ თორია, ქორეოგრაფი ანი ჩიქოვანი), ‘’ათინათი’’ (ხელმძღვანელი თამარ მიქავა), ‘’ნოტები’’ ხელმძღვანელი სოფიო აბულაძე), ‘’ლაკადა’’ (ხელმძღვანელი მერაბ ციმინტია), ‘’თუთა’’ (ხელმძღვანელი დათო გირგვლიანი), ‘’მამული’’ (ხელმძღვანელი ბექა ზარქუა).
28 დეკემბერს, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის თეატრალურ დარბაზში ჩატარდა საღამო- ”ერთი გაკვეთილი სცენაზე ”, სადაც მონაწილეობდნენ ქართული ენისა და ლიტერატურის წრის მოსწავლეები (ხელმძღვანელი სოფო-თეო კვარცხელია).
საღამოს მუსიკალურად აფორმებდა პედაგოგი სოფიო აბულაძე.
29 დეკემბერს, სახელოვნებო გაანყოფილებამ, ამავე განყოფილების დარბაზში საახალწლო-საანგარიშო კონცერტი ჩაატარა, რომელშიც ამავე განყოფილების მოსწავლეები იღებდნენ მონაწილეობას. ღონისძიების ორგანიზატორი, პედაგოგი ლალი ვაშაკიძე.
ასევე 29 დეკემბერს ქორეოგრაფიული ანსამბლი იმედი მონაწილეობას ღებულობდა ქ.ზუგდიდში სამეგრელო-ზემო სვანეთის ქორეოგრაფიული კავშირის მიერ ჩატარაებულ საახალწლო ფესტივალში ‘’მეჯლისი’’, სადაც ანსამბლმა დიდი მოწონება დაიმსახურა. (ხელმძღვანელი ნონა ბაღიშვილი).
დიდი მადლობა პედაგოგებს, ჩვენს ნიჭიერ მოსწავლეებს, მშობლებს, ყველას, ვინც გვერდით გვედგა და მხარს გვიჭერდა, იმედია 2023 წელი კიდევ უფრო მეტი წინსვლის და წარმატებების მომტანი იქნება!
კომენტარები