ცოტა ხნის წინ ირაკლი ღარიბაშვილის პირველივე სიტყვებს პარლამენტში ხმაური მოჰყვა – სხდომათა დარბაზში მანდატურის სამსახურია მობილიზებული. პრემიერმა ევრიკომისიის დასკვნა ხელისუფლების მიღწევად გაასაღა.
მინდა, საუბარი დავიწყო ჩვენი მთავარი მიღწევით, რომლის მომწრენი ყველანი ერთად გავხდით რამდენიმე დღის წინ, ევროკომისიამ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, ყველასთვის ნანატრი ჩანაწერი გაჩნდა ოფიციალურ დოკუმენტში”- თქვა პრემიერმა
მთავრობის მეთაურის განცხადებამ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ხატია დეკანოიძის გაღიზიანება გამოიწვია. პარლამენტის თავმჯდომარემ მანდატურის სამსახურს მობილიზებისკენ მოუწოდა. თავად ღარიბაშვილმა კი დეკანოიძის დამამშვიდებელი წამლის მიღება ურჩია.
ირაკლი ღარიბაშვილმა ხატია დეკანოიძეს ცინიკურად მიმართა – წამალი არ გაქვთ? მიუტანეთ, დაამშვიდეთ .
კომენტარები