ჟურნალისტი, არჩილ გამზარდია, სოციალურ ქსელში, წერს:
“იმ დროს, როდესაც ყველა სამომხმარებლო პროდუქტსა თუ საჭიროებაზე ფასები კატასტროფულად გაიზარდა და კვლავ იზრდება; როდესაც კრედიტების გადასახადები იზრდება ცალკე რეფინანსირების გამო და ცალკე ლარის კურსის გამო; როდესაც უსაფრთხოება, ადამიანის უფლებები და ა.შ. ერთი სიტყვით, ყველაფერი, რითიც სახელმწიფო თუ ხალხი არსებობს, გაუბედურებული და პრაქტიკულად განადგურებულია…
როდამდე უნდა მივცეთ ხელისუფლებას უფლება, ისაუბროს სხვების მწამებლობასა და სისასტიკეზე, მაშინ როდესაც “ქართული ოცნების” ხელისუფლების სისასტიკემ და უსამართლობამ პრაქტიკულად ყველა დონე მოიცვა და ლამის წამების რეჟიმში ვართ მოქალაქეები, როგორ გადავიტანოთ თითოეული დღე და კი არ ვცხოვრობთ, არსებობის რესურსიც კი ლამის ამოგვეწუროს.
და რამდენი ხანი უნდა ვიტანოთ ეს ყოფა რაღაც გაუგებარი ფობიებით, რომ მოვა ბუა თუ ივანიშვილი არ იქნება?
კომენტარები