ხათუნა ჟორდანიამ ზურა ხაჩიძისა და ქეთა თოფურიას სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ ია ფარულავას „ფარულ კონვერტში” ისაუბრა.
„მე როდესაც ზურასთან დავიწყე სიარული, რატომღაც ამ ურთიერთობას ცოტა არასერიოზულად ვუყურებდი. ჩვენ გვიყვარდა ერთმანეთი, ვხვდებოდით ერთმანეთს, მაგრამ ის, რომ ჩვენ შორის ასაკობრივი ზღვარი იყო, თან იმ პერიოდში… დღეს ეს დიდად არაფერს ნიშნავბს. ვფიქრობდი, რომ გვეყვარება ერთმანეთი სანამ გვეყვარება და მერე დავიშლებით ჩვეულებრივად-მეთქი.
შემდეგ მე წავედი შვეიცარიაში სამი თვით და როდესაც ჩამოვედი დავურეკე ზურას და რაღაცნაირად ცივად შემხვდა… დამიჯდა და მითხრა, რომ ბევრი იფიქრა ჩემს არყოფნაში, ჩვენი ურთიერთობა სერიოზული არ არის და უყვარს ქეთა თოფურია… წამოვედი და ძალიან ბევრი ვიტირე. უცებ მივხვდი, რომ ძალიან დამწყდა გული ჩვენს ურთიერთობაზე. იმ 3 თვის განმავლობაში.
მათი სიყვარულის ისტორია დამთავრდა იმით, რომ თვითონ ქეთამ გადაწყვიტა ზურასგან წასვლა“
კომენტარები