გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, ნოდარ მელაძის და მაკა ჩიხლაძის ლიკვიდაცია იგეგმება, მელაძე ამბობს:
“იმედზე” გავიდა ვრცელი მასალა, რომ იგეგმება ჩვენი ლიკვიდაცია. მაინტერესებს, პროკურატურისთვის იყო თუ არა გონივრული ვადა დღეს დილამდე, რომ დაეწყო გამოძიება. ასეთი მასალების მტკიცებით ფორმაში ტირაჟირებით, თან ისე, რომ მეორე მხარის პასუხი არ არის, წარმოგიდგენიათ, ჩვენი ოჯახის წევრები რა დღეში არიან და დედაჩემი რა დღეშია ამ წუთებში?! მათ ამის პასუხისიმგებლობა არ გააჩნიათ, ბოლომდე უნდათ, გაანადგურონ რეპორტიორი, რომელიც პატიოსნად ასრულებს თავის საქმეს… მე არ მყავს დაცვა, მე მიცავს თავისუფალი სიტყვა!”
კომენტარები