აშშ-ში მცხოვრები ექიმი, ზურაბ გურული სოციალურ ქსელში წერს:
,,წარმოიდგინეთ 2018 წელს, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, უზენაეს სასამართლოში დღეს გაბითურებულ პრეზიდენტს რომ ეთქვა დაახლოებით ასეთი რამ:
-მაშფოთებს მმართველი პარტიის საარჩევნო მაქინაციები; შეურაცხყოფილად ვგრძნობ თავს; ამიტომ გამარჯვებას ვუთმობ ოპოზიციის კანდიდატს. ეს სჭირდება ჩემს სამშობლოს, ქართულ პოლიტიკას, ქართველ ხალხს. საჭიროა გარკვეული პოლიტიკური ბალანსის აღდგენა ქვეყანაში, რომ საზოგადოებას, ამომრჩევლებს დაუბრუნდეთ რწმენა დემოკრატიის მიმართ. ეს სჭირდება მმართველ პარტიასაც, რათა აბსოლუტური ძალაუფლებით აბსოლუტურად არ გაირყვნას და ავტოკრატიის საშიშ ჭაობში არ ჩაახრჩოს ქვეყანა …
წარმოგიდგენიათ სად ვიქნებოდით ახლა, ეს რომ გაეკეთებინა ამ ადამიანს?
ის რაც დღეს მოხდა, ლოგიკური გაგრძელებაა იმ პროცესისა, რაც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს დაიწყო. შესაბამისად, წესიერი და გონიერი ადამიანები ამ პროცესში არ უნდა ჩაერიონ; უბრალოდ უნდა გაემიჯნონ.
რაც შეეხება საქართველოს უზენაესი სასამართლოს რეპუტაციას, უკვე მიჩენილი აქვს შესაბამისი საერთაშორისო რეიტინგი ამერიკის სახელმწიფო სტრუქტურების მიერ.”
კომენტარები