ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე:
,,წამალი, საკვები, თავზე ჭერი და განათლებაზე ხელმისაწვდომობა. ამაზე მეტი არაფერია სასიცოცხლოდ აუცილებელი. ამის მიღწევა არც ისე რთულია პატარა ქვეყანაში, თუნდაც არც ისე ძლიერში. გაეცით ბიუჯეტიდან ფული. წარმოიდგინეთ ქვეყანა, როგორც ოჯახი, სადაც სიღარიბის მიუხედავად, პრიორიტეტს ასე დაალაგებდით. არც სხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარებაა ყველაფრში აუცილებელი. საკუთარი წესების შექმნა (ველოსიპედის გამოგონება) მაშინაა გამართლებული, როცა ჰუმანური სახელმწიფოს მშენებლობაა მიზანი. ხოდა დავისახოთ ასეთი მიზანი. რაც მეტი გაღიმებული ადამიანი, მით უფრო მსუბუქი გახდება ყველასთვის გარემო.
და თუ სასამართლოსაც გავმართავთ, ნორმალური ქვეყნებიდან ინვესტორებიც თამამად შემოვლენ და დანარჩენ აუცილებელს ისინი გაგვიკეთებენ.”
კომენტარები