რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი მისი რეისისთვის სერბეთის მეზობელი ქვეყნების მიერ ცის ჩაკეტვას “წარმოუდგენელს უწოდებს” და დასავლეთს სერბეთისთვის საგარეო პოლიტიკის წარმოების “უფლების ჩამორთმევაში” დაადანაშაულა.
“რა თქმა უნდა, წარმოუდგენელი რამ მოხდა და მესმის ინტერესი, რომელსაც იჩენთ ამ აღმაშფოთებელ ქმედებებზე ჩვენი შეფასების მიმართ. სუვერენულ სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკის განხორციელების უფლება ჩამოართვეს. სერბეთის საერთაშორისო საქმიანობა რუსეთის მიმართ დაბლოკილია”. – თქვა ლავროვმა.
შეგახსენებთ, რომ სერბეთის სამმა მეზობელმა ქვეყანამ: ბულგარეთმა, ჩრდილოეთ მაკედონიამ და მონტენეგრომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის სერბეთისკენ მიმავალ თვითმფრინავს საკუთარი საჰაერო სივრცის გამოყენების უფლება არ მისცა.
კომენტარები