პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, საარჩევნო სისტემის შესახებ შეთანხმების კითხვის ქვეშ დაყენება კატეგორიულად მიუღებელია:
“ჩემთვის ესაა წარმოუდგენელი. ვერც წამომიდგენია ადამიანი, რომელსაც შეეძლო საკუთარ თავზე აეღო მსგავსი პასუხისმგებლობა საერთოდ მსგავსი საკითხის განხილვაში შესულიყო. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ვიღაცები აცხადებენ, რომ პოლიტიკური პროცესის განმსაზღვრელი და პოლიტიკური შეთანხმების საგანი შეიძლება იყოს ქვეყნის დამოუკიდებელი ინსტიტუტების მიერ კონკრეტულ საქმეებზე კონკრეტული გადაწყვეტილებები. ვთვლი, რომ ეს კატეგორიულად მიუღებელია. ვთვლი, რომ ეს უბრალოდ შეუძლებელია და მე არ მეგულება ჩემს გუნდში არც ერთი ადამიანი, რომლსაც მსგავს განხილვაში შეეძლო შესულიყო ან საერთოდ ამ განხილვებში მიეღო მონაწილეობა”
კომენტარები