„რეფორმების ჯგუფის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ საპარლამენტო უმრავლესობას მიმართა და თქვა:
„იმ ფონზე, როდესაც რეგიონში, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე გაზრდილია უსაფრთხოების რისკები, ქვეყანაში არის სიღარიბე და ეკონომიკური სიდუხჭირე და მოსახლეობას ყოველდღიურად ლუკმაპურისთვის ბრძოლა უწევს, სამწუხაროა, რომ „ქართული ოცნება“ დღეს პარლამენტში დროს იყენებს მტრებზე საუბარზე და ვერ ხედავს თავის პრობლემებს. ვერ ხედავს, რომ ამ მძიმე ვითარებაში მთავარი პასუხისმგებელი თვითონ არის.
გასაგებია, რომ არ ხართ თვითკრიტიკულები, მაგრამ მართლა ვერ გავიგე რაში გვჭირდება სულ წარსულზე ლაპარაკი. ნუ თუ თქვენს ფრაქციაში არ არსებობს ერთი ადამიანი, ვინც აწმყოზე და მომავალზე ისაუბრებს. ამის პრობლემა არსებობს რეალურად და არსებობს იმიტომ, რომ ვერ დაასახელებთ თუნდაც სამ რეფორმას, რითაც შესაძლებელია მოსახლეობასთან თავი მოიწონოთ ან ვერ იტყვით მომავალში სამ ეროვნული მნიშვნელობის პროექტს, რომლითაც შესაძლებელია მოსახლეობის წინაშე წარდგეთ.
თქვენი ამოცანაა მუდმივი მტრების ძიება და ყველაფრის სხვებზე გადაბრალება. ესეც მესმის, რომ „ქართულ ოცნებაში“ არსებობს წარმოდგენა, რომ უპირატესობა აქვთ წინა ხელისუფლებასთან რაღაც სტატისტიკურ მაჩვენებლებში და ეს წარსული მუდმივად უნდა შევახსენოთ.
ახლა ვსვამ კითხვას – ვერაფრით ვერ ვხსნი თუ რატომ არის დაკავებული სახელისუფლებო მედია ამერიკის ელჩის „გაშავებით“? რატომ არის აშშ-ის ელჩი საქართველოსთვის მიუღებელი? ან რა კითხვას უსვამს სახელისუფლებო მედიიდან ერთ-ერთი პროპაგანდისტი ქალბატონ ელჩს, რომ ომის დაწყება უნდა!? ეს ხომ რუსული ნარატივის გაგრძელებაა, რომ კოლექტიურ დასავლეთს მეორე ფრონტის გახსნა უნდა. ასეთი რიტორიკა რაში გჭირდებათ? მე ვფიქრობდი, რომ ეს შემთხვევით წამოცდენები იყო, მაგრამ თუ კარგ ანალიზს გავაკეთებთ, ყველა თქვენგანზე არ ვამბობ, მაგრამ არსებობენ გარკვეული ადამიანები, ვინც ამას მიზანმიმართულად აკეთებენ.”
კომენტარები