წაშლილი დამხვდა ის წარწერა დღეს, მაგრამ მივედი და თავიდან დავაწერე, – ამის შესახებ მომღერალმა გია გაჩეჩილაძემ გადაცემა “უცნობის კიდობანში” განაცხადა.
მისი თქმით, ბერლინის კედელზე “ღმერთი სიყვარული არს” წარწერის გამო დაწესებულ ჯარიმს გადაიხდის, თუმცა რამდენჯერაც წაშლიან ისევ დაწერს.
“რამდენჯერაც წაშლიან იმდენჯერ დავწერ. იცით რატო დავწერ? იმიტომ, რომ ტონობით სისხლია მანდ დაღვრილი ზუსტად ღმერთის გულისთვის. ყველა კომფესიის წარმომადგენელი შეთანხმებული იყო, რომ მანდ უნდა დაწერილიყო “ღმერთი სიყვარული არს”, მაგრამ არ დაიწერა. ვარღვევ კანონს, კიბატონო, მე გადავიხდი…
ჯარიმა დამიწესეს ამის გულისთვის, ჩერგოლეიშვილია ის ქალბატონი, ვინც თურმე აღშფოთდა, თურმე ვანდალიზმი ჩამიდენია მე და მაგის ქმარი მოლაშვილს ბიჩოკებს რომ აწვავდა ფრთიანი ანგელოზი ყოფილა.”, – ამბობს გია გაჩეჩილაძე.
კომენტარები