ეკონომიკის ექსპერტი, ირაკლი ლატარია, სოციალურ ქსელში, წერს:
“აი, ახლა კი ყურადღებით და სერიოზულად!!!
ვის სჯერა იმისი, რომ სააკაშვილის გარეშე ეგ ორი პაიკი რაიმეს გაყიდდა?
ვის სჯერა იმისი, რომ ამ ორი სამშობლოს მოღალატის უკან სააკაშვილი არ დგას?
ვის სჯერა იმისი, რომ ძალიან დიდი ფული, სწორედაც რომ სააკაშვილს აქვს აღებული და ამაზე მან ისაუბრა კიდეც?
ამიტომაც, არავინ შევეგუებით მხოლოდ ორ კაცზე, ორ გარეწარზე ამხელა ტკივილის შეხოცვას და აუცილებლად პროკურატურა უნდა გავიდეს ბოლომდე და ეს გასვლა არის:
სააკაშვილის მიმართ ბრალის წაყენება, სამშობლოს ღალატის მუხლით!!!
წერტილი
აი ის ახალგაზრდები, ოკუპაციის გამო რომ ნახევარი ტანი გადაიხვიეთ, ახლა სად ხართ? რატომ არ მიდიხართ ნაცების ოფისთან და რატომ არ აფურთხებთ მათ? რატომ არ უკეთებთ სირცხვილის კორიდორს? რატომ არ ითხოვთ მათ გასამართლებას, როგორს სამშობლოს მოღალატეების?
იცით რატომ? თქვენც მათნაირი სულგაყიდულები ხართ და მხოლოდ ოცნების წინააღმდეგ იბრძოდით და არასოდეს, საქართველოს დაცვის – გამო!!!
ეს არის რეალობა და თუ რამე არ მოგეწონებათ, დავით გარეჯის იქით ტერიტორიაზე წადით, ჩვენ მოგვშორდით!!!”
კომენტარები