ექსპერტი ნინო ფოჩხუა:
„2012 წელი, მაშინაც ეგონათ მავანთ, სამუდამოდ ისხდებოდნენ იმ სკამზე, რასაც ხელისუფლება ჰქვია, მაგრამ მოვიდა წყნარად, მშვიდად და რაც დაპირდა შეუსრულა, ხალხიც გვერდით დაუდგა. დღემდე ბევრმა წყალმა ჩაიარა, წარმატებაც ბევრი იყო, შეცდომაც, ღალატიც, წავიდა, დაბრუნდა, ისევ წავიდა და დატოვა ისეთი სისტემა გუნდთან ერთად, რომელსაც ძვრა ვერ უყვეს ვერც გარედან და ვერც შიგნიდან. მისი სიტყვები, ყველას გავაკვირვებ აქაური დემოკრატიითო, სასაცილოდ არ ყოფნიდათ და დღეს ვერავინ იტყვის, რომ ეს ქვეყანა დემოკრატიისგან შორს დგას, მართალია ფოტიგებ-კრამერები ცდილობენ საპირისპიროდ წარმოაჩინონ ქვეყანა, მაგრამ ეს მხოლოდ ლაპარაკია. მისი დატოვებული სისტემა და გუნდი მყარად დგას. მათი ძალისხმევა კი მარწუხებში მოაქციონ საზოგადოება და ომში ჩაითრიონ ქვეყანა, არ გამოსდით. გადასულები არიან ერთმანეთის განადგურებაზე, ეს კი დასასრულია.“
კომენტარები