თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის თქმით, მათ ჰყავთ კლინიკაში პაციენტი, რომლის ახალგაზრდა წევრის დაუდევრობის გამო, ის რეანიმაციაში კვდება.
ამის შესახებ მან ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ სპეცპროექტ „COVID-19″-თან ინტერვიუში ისაუბრა.
„გვყავს ოჯახი, რომლის ერთ-ერთი წევრი, იმის გამო, რომ თვითონ ესიამოვნა, იყო სადღაც წასული… ის კლინიკიდან უკვე გაეწერა, მაგრამ მისი ოჯახის წევრი, დედა, ამ წუთში კვდება რეანიმაციაში.
ესაა საზოგადოების უპასუხისმგებლობა. ვირუსის შემომტანი უმეტესწილად არის ახალგაზრდა. ამიტომ ეს ახალგაზრდები უნდა დაყოვნდნეთ სახლში. წაიკითხეთ წაუკითხავი წიგნები.“
წყარო – პრაიმტაიმი
კომენტარები