“თავისუფლების ინსტიტუტის” დირექტორი, სალომე ხვადაგიანი:
“რიკოთზე მეგობრებთან ერთად საჭმელად გავჩერდი და ჩვენს წინ მაგიდასთან ქეიფობდნენ კაცები და მღვდელი.
სხვა მაგიდასთან ტურავა იჯდა და მაგაზე ვლაქლაქებდით, მაგრამ ყური ამ მოქეიფეებს მაინც მოვკარით. ცოტა მღვდელს აწონებდნენ თავს, ცოტა ღმერთს, ცოტა ერთმანეთს და ორ ახალგაზრდა ბიჭსაც არიგებდნენ ჭკუას.
– მასეთი გოგო სულ არ იყო ჩვენს მხარეში არავინ, ლამაზი და ისეთი! ყველას ჯობდა გარეგნობით! მაგრამ ჰა, წავიდა ქალაქში სასწავლებლად. ხო გახსოვს შენ? – მიუბრუნდა მეორე ძმაკაცს.
– რავა არა. რო გაივლიდა!
– ჰოდა, მამაო, გავიგე პაემანზე წასულა ერთთან, მერე კიდევ სხვა პაემანზე სხვასთან ეტყობა. არ ვიცი ახლა მაგდენი, შეიძლება მოხდა კიდეც რაღაც, მაგრამ პაემნებზე რომ დადის ეს ვიცი. ახლა მაგი ჩვენსკენ იზამს პირს? და სოფელში დაგიჯდება? მაგი არ გაყვება ცოლად ჩვენსავით ბიჭს.
აბა, ჩემი ცოლი რომ წავიყვანე და მისიანები გაგიჟდნენ, ამან უთხრა ერთ ცულზეც მოვთავსდებიო და დარჩა ჩემთან. მას მერე აგერ დღესვე 40 კაცი რომ მივაყენო, ერთს არ დაიწუწუნებს, გაშლის სუფრას, აი ახლავე, წავიდეთ თუ გინდათ!
– ხო, ხო, კაი ქალი გყავს შენ!
– ჰოდა, აბა, ის რომ წავიდა ქალაქში და პაემნებზე დაჰყავთ, უნდა იმას შენი ცული? წახდა ქალები, მამაო!
– აბა, აბა!
– ღმერთი არ უნდათ, ოჯახი არ უნდათ, და არიან კიდეც უბედურები!
– აგერ ჩემი და! სახლში ქალის საქმეს ხომ აკეთებს? აკეთებს! კაცისასაც ეგ აკეთებს და აგერ მეც მივლის და ჩემს ოჯახსაც. ყველას ეგ უვლის! და კია ბედნიერი ოჯახში!
– ასეთი ქალები უნდა მონახოთ თქვენც! მაგრამ სადღაა! დაეთრევიან სასწავლებლად ამ ქალაქებში და მერე შენ ხო აღარ შემოგხედავენ – დაარიგა ორ პატარა ბიჭს.
კიდევ ლანძღეს თბილისში წასული და პაემნებზე მოსიარულე ქალები. უბედურები არიანო, შეეცოდათ. იმ მღვდელმაც უქნია თავი. კიდევ შეშურდათ საკუთარი ცოლების ბედნიერების ასეთები რომ შეხვდათ ქმრებად და აღნიშნეს, რომ ყველანი ცხონდებოდნენ მერე.
ვიღაც ალტინფოელის ვიდეო შემხვდა, ქალებს ჩვენ მოვწონვართ და არა ლიბერალებიო. რიკოთის ამბავი გამახსენა.
ყველაფერი როგორ დადის უარყოფის შიშზე.”
კომენტარები