სარეკლამო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების სპეციალისტი, ირა ჭელიძე, სოციალურ ქსელში, წერს:
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
ჩემი მეგობარი, Lela Tsikhiseli მაღალი სიცხით. უჭირს სუნთქვა. ალერგიული, ბრონქოსპაზმიანი. მოვიდა სასწრაფო (ძალიან მალე) გასინჯა. არ მოეწონათ ფილტვები, დარეკეს ყველგან. ვერ დავტოვებთ ასეთსო, რას იზამს ამის ფილტვებიო აწიო არ ვიცითო. არ შეიძლება ამის სახლში ყოფნაო.
ემუდარნენ და არც ერთმა საავადმყოფომ არ მიიღო. ვერ. არაა ადგილები. გაუკეთეს დექსამეტაზონი და დატოვეს ოჯახის ექიმის ამარა.
ახლა მე გეკითხებით: საწოლფონდი ხომ კარგად გაქვთ? აი ის საწოლფონდი, მაღალი ტრიბუნიდან რომ დაგვღაღადებს ქალბატონი მინისტრი? ხომ ხართ ჯანმრთელად და კარგად? რამე რომ იყოს ხომ გამონახავთ თქვენთვის ამ საწოლფონდს? ჰა? ხოდა ქუჩაში დარჩენას გისურვებთ ერთად და სათითაოდ. დექსას ამარა. დექსა მემეტება.
P. S. ჩართეთ ეს დედაარღანი კერძო სადაზღვეოები ან წავიდეს სახლში ტიკარაძე და მოვიდეს ის, ვინც დალაგდება კლინიკებთან, ხომ ხედავთ რომ ვერ ლაგდებით??გაშალეთ საველეები, სამხედროები, ნუ ამოგვწყვიტეთ არჩევნების გამო!
გახარია მოგვხედეთ.”
კომენტარები