“ევროპელი სოციალისტების” დეპუტატი, ფრიდონ ინჯიას გპარლამენტში, ამბობს:
“…ორიოდე სიტყვა ქვეყნის მოღალატეებზე- ვინ არიან ბლოგერები, არასამთავრობოთა დიდი ნაწილი, საიდან მოდიან ბერძენიშვილები? ეს ის ხალხია, რომლებიც წლებია ათეული და ასეული მილიონობით დოლარით ფინანსდებიან. ვინ დგას ამ დაფინანსების უკან? ეს ის ქვეყნებია, რომლის ელიტის გარკვეული ნაწილს აქვს დიდი სურვილი შექმნას მსოფლიოს ხელისუფლება, იმისთვის, რომ უფრო ადვილად მოერიონ და მართონ ეს ყველაფერი.
ისინი ყველანაირად ცდილობენ გამოხშირონ მსოფლიო მოსახლეობა, დატოვონ მხოლოდ ცალკეული ელიტა, ამასთანავე გადააგვარონ, ან გენური ინჟინერიით გამოიყვანონ მომსახურე ადამიანთა რობოტიზირებული მონათა ჯგუფი. შედეგად მსოფლიო მოსახლეობა 7 მლნ 940 მილიარდიდან დატოვონ ერთ მილიარდამდე. მათ სწორედ ამის განხორციელებაში ხელს უშლიან ეროვნული სახელმწიფოები, რელიგიები და პირველ რიგში, მართლმადიდებლები მოიაზრებიან. მათ ამ მოღალატეობრივი ქმედებით უნდათ გააქრონ ეროვნული სახელმწიფოები. ამისთვის ისინი ყველაფერს აკეთებენ და კადრულობენ, ეს გინდ, კოვიდია, მაიმუნის ოსპები, ომები სასურსათო კრიზისი და მრავალი სხვა უბედურება, რომელიც ჯერ კიდევ გზაშია…”
შეგახსენებთ, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვინმე რობოტიზირებული მონათა ჯგუფის შექმნას ცდილობს – ოფიციალურად, რასაკვირველია, არ დასტურდება. ნებისმიერი მსგავსი ნათქვამის გავრცელების შემთხვევაში, სპეციალურ ორგანიზაციათა ნაწილი, სოციალურ ქსელში, ბლოკავს მედიას და აცხადებს, რომ მათი საშუალებით, ფეიკი ინფორმაცია გავრცელდა. თუმცა, თუ იგივეს იტყვის პოლიტიკოსი, განსაკუთრებით კი პარლამენტში, მისი გავრცელების შეზღუდვა, ან მინაწერით გავრცელება არ ხდება. შეიძლება ფეიკის გავრცელებასაც თავისი კრიტერიუმი აქვს? რა გითხრათ?
კომენტარები