ნაცმოძრაობის წევრი, გიორგი კაპანაძე:
,,მედიას თავისი საქმე აქვს.
მედია თავის საქმეს აკეთებს, მაგრამ თქვენ რა გჭირთ, რომელსაც პრეტენზია გაქვთ პოლიტიკოსობაზე?
ხელისუფლებაში მყოფ ქოცებს შორის ყველაზე იდიოტები იქცევიან ასე:
კონკურენტებს, ოპონენტებს აბრალებენ საშინელებებს, ფაქტების, არგუმენტების გარეშე, გაუგონარ ამბებს…
მხოლოდ საკუთარი და დამახინჯებული ინტერპრეტაციით.
და თქვენ რა დაგემართათ?
კარის უკან თხზავთ ვერსიებს და ცდილობთ, დააჯეროთ ხალხს ის, თუ როგორ უღალატა მიშას ვანომ.
იმ ვანომ, რომელიც 7 წლამდე სამარტოო საკანში იჯდა და მინიმალური თანამშრომლობის სანაცვლოდ ყველანაირ პრივილეგიაზე თქვა უარი – თავისუფლების ჩათვლით.
და თქვენ რა დღეში ხართ?
ქოცებს არ უთქვამთ მსგავსი რამ, ქოცებს…
მიშა ჩამოიტყუესო…
ამით, პირველ რიგში, მიშას აყენებთ შეურაცხყოფას.
მეორეც, დღევანდელი თავმჯდომარე რომ მოუწოდებდა ღიად, მე მიშას ადგილზე, ჩამოვიდოდიო, გვარამიასთან, პირდაპირ ეთერში, დაგავიწყდათ?
თუ ვანოზე მოსულა ყველაფრის დაბრალება?
თუ ახლა ტრენდია სხვაზე ჯოხის გადატეხა?
და კიდევ: რეჟიმი იქით ეხვეწებოდა უკრაინას, პოროშენკოს დროს, არ გამოუშვა მიშა საქართველოშიო, უარს ეუბნებოდა მის ექსტრადირებაზე…
საქართველოს შს მინისტრ მღებრიშვილის საუბარიც კი გავრცელდა ამის შესახებ და თქვენ ამბობთ რომ ოცნება, მიშას ჩამოსვლა-დაკავებაზე ოცნებობდა?
ზღაპარი.
არავის ჩამოუტყუებია მიშა.
თავად მიიღო მან ეს გადაწყვეტილება და აზრი ოჯახის წევრებმა და პოლიტიკიდან შორს მყოფმა უახლოესმა მეგობრებმაც კი ვერ შეაცვლევინეს.
ეს არის სიმართლე და ეს იცის იმ ადამიანმაც, ვინც ამ ქოცების სტილში დაწერილი მესიჯ-ბოქსის უკან დგას.
ტეხავს ასეთი მეთოდებით ბრძოლა.
ძალიან ტეხავს.
პირდაპირ გეტყვით: თქვენთვისვე საშიშია ის, ვინც მსგავს სიბინძურეს აორგანიზებს…
იმიტომ კი არა, რომ სხვას აბრალებს იმას, რაც არც ყოფილა და ვერც იქნებოდა.
იმიტომ რომ საკუთარი პრივილეგიის მოსაპოვებლად ყველაფერზე მიდის, ყველაფერს კადრულობს და ხვალ თქვენ ამოგიღებენ მიზანში, თქვენ ჩაგიკეტავენ კარს, თქვენ გაგწირავენ და თუ საშუალებას მისცემთ, გაგანადგურებენ…
აი, ამიტომ.
კომენტარები