“ტვ პირველის” ინფორმაციით, საპატრიარქოს მიწები, მამა ანდრია ჯაღმაიძის შვილს ბიზნესისთვის 20 წლით გადასცეს.
ტერიტორიებზე, რომელიც სახელმწიფომ საპატრიარქოს სკოლების ასაშენებლად აჩუქა, ჯაღმაიძის შვილი ავტოსამრეცხაოებსა და პროფილაკტიკას ააშენებს.
„შაბათის ეთერის“ მიერ მოპოვებულ დოკუმენტს ხელს პატრიარქის მდივანი მამა მიქაელ ბოტკოველი და მღვდლის შვილი გიორგი ჯაღმაიძე აწერენ. 2022 წლის 9 თებერვალს გაფორმებულ კონტრაქტში წერია, რომ სახელმწიფოს მიერ საპატრიარქოსათვის ნაჩუქარი ტერიტორია ლიბანის ქუჩაზე საპატრიარქომ იჯარით, მამა ანდრია ჯაღმაიძის უფროს ვაჟს კვადრატული მეტრი წელიწადში 3 ლარად მისცა.
მედიის ცნობით, საპატრიარქოს გავლენიანი მღვდლის, ანდრია ჯაღმაიძის შვილი 14 კომპანიის მესაკუთრეა. საჯარო რეესტრის მონაცემებით, ყველა ეს კომპანია ან გიორგი ჯაღმაიძის სახელზეა გაფორმებული, ან წილს ფლობს ან დირექტორია. გავლენიანი მღვდლის ვაჟის სახელზეა სრულიად სხვადასხვა სახის ბიზნესი, რძის პროდუქტების წარმოებით დაწყებული, ავტოსერვისით დამთავრებული.
გარდა ამისა, მედიის ინფორმაციით, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, მამა ანდრიია ჯაღმაიძე პრემიერის წარმომადგენელს ზურაბ აბაშიძეს მისი შვილებისთვის რუსული პასპორტების გაკეთებას და რუსეთის მოქალაქეობის მინიჭებაში დახმარებას სთხოვდა. სუს-ის ჩანაწერების მიხედვით ჯაღმაიძე ზურაბ აბაშიძეს ეუბნებოდა, რომ მისი მშობლები რუსეთის მოქალაქეები არიან და ხომ არ გაუმარტივდებოდა ამის გამო მის სამ შვილს რუსული პასპორტების აღება.
სახელმწიფგო უსაფრთხოების სამსახურის მონაცემებით, ანდრია ჯაღმაიძე შვილებისთვის რუსული პასპორტების დამზადებას, 2021 წლის 15 თებერვალს ცდილობდა. უცნობია, მიაღწია თუ არა მიზანს.
კომენტარები