გათბობა–გაგრილების კომპანია „ცელსიუსმა“ მეცხრე მაღაზია გახსნა. მაღაზია თბილისში, საბურთალოს რაიონში, ალ. ყაზბეგის 46 ნომერში მდებარეობს და ცელსიუსის მომხმარებელს ტრადიციულად, უკვე ამ ფილიალშიც ელოდება ხარისხიანი პროდუქცია, 30 ნოემბრის ჩათვლით, წლის ყველაზე დიდი ფასდაკლებით.
საბურთალოს ფილიალის მენეჯერია ლევან მახარაძე, რომელიც გვიყვება, რომ წლებია ამ სფეროში მუშაობის გამოცდილება აქვს, ერთ–ერთ დიდ მაღაზიაში მუშაობდა, მისი დაკეტვის შემდეგ კი, ცელსიუსმა, რომელიც ახალ მაღაზიას ხსნიდა, მისცა საშუალება, გამოცდილების შესაფერის პოზიციაზე დასაქმებულიყო.
–რომელია თქვენთვის, გათბობის ქვაბებიდან, ყველაზე „მეფური“ მოდელი?, – ვეკითხები და დაუფიქრებლად ადებს ხელს ariston – alteas one – ს, კონსენსაციური ცენტრალური გათბობის ქვაბს.
ლევან მახარაძე:
–ეს მოდელი ტექნოლოგიებისა და თერმორეგულაციის მოწყობილობების ხარჯზე ზრდის ეფექტურობას და პროდუქტიულობას. შეგიძლიათ ქვაბი მართოთ დისტანციურად მობილურით, ან კომპიუტერით, WiFi–საშუალებით. სრული კომფორტია – ჭკვიანი ფუნქციები, ენერგოეფექტურობა, ეკონომია, ცხელი წყლის სწრაფი მიწოდება ორ რეჟიმში (ცხელი წყალი 30 წამში და მეორე რეჟიმი – ცხელი წყალი, სულ რაღაც 5 წამში). შეგვიძლია ქვაბის დაპროგრამება დღეების და საათების მიხედვით. არ ვისაუბრებ ექსკლუზიურ დიზაინზე, ეგ ისედაც ჩანს, კომპაქტურია, მარტივად შეგვიძლია მოვარგოთ ნებისმიერ საცხოვრებელ თუ არასაცხოვრებელ ფართს. არანაკლებ მიშვნელოვანია ხმის საიზოლაციო პანელები, თითქმის უხმაუროდ მუშაობს. შექმნილია ხანგრძლივი ექსპლუატაციისათვის ძლიერი და გამძლე მასალებისგან, უმნიშვნელოვანესია ისიც, რომ 100 პროცენტით ტესტირებულია რეალურ პირობებში, ისევე, როგორ ariston-ის ყველა პროდუქტი.
მაღაზიათა ქსელი ცელსიუსი, სულ რაღაც 3 წლის წინ გაიხსნა, პანდემიის, ლოქდაუნების პერიოდში და ამ მცირე, ბიზნესისთვის უკიდურესას კრიზისულ პერიოდში, მოახერხა და გახდა ცნობილი და წარმატებული. დღეის მდგომარეობით, ამ მართლაც ბუმბერაზი ბრენდის, არისტონის წარმოთქმისას, ყველას ცელსიუსი გვახსენდება. რა არის წარმატების საიდუმლო?, – ამ კითხვით, მაღაზიათა ქსელის დირექტორს, თამარ მაჩიტიძეს მივმართეთ.
თამარ მაჩიტიძე:
–წარმატების მთავარი გასაღები – თანამშრომლებია, ეს ყველა ბიზნესმა უნდა გაითვალისწინოს, ამას ვამბობ ყოველთვის ხმამაღლა და მომავალშიც ხშირად გავიმორებ, ჩვენ მოვახერხეთ შეგვეკრა ძლიერი გუნდი, ადამიანებით, რომლებსაც აქვთ ამ სფეროში მუშაობის გამოცდილება, ადამიანებით, რომლებიც არიან პროფესიონალები. შესაძლოა, ადამიანი იყოს პროფესიონალი, მაგრამ არ უყვარდეს ის საქმე, რასაც აკეთებს, ჩვენი გამოწვევა იყო, შეგვექმნა გუნდი პროფესიონალი, თავისი საქმის მოყვარული ადამიანებისგან და ვფიქრობ, ეს გამოგვივიდა. ნამდვილად რთული იყო პანდემიის პირობებში მუშაობა, როცა არაერთმა ბიზნესმა დაითხოვა თანამშრომლები, დაკეტა ფილიალები, ჩვენ სწორედ მაშინ დავიწყეთ მუშაობა. ჩვენი თანამშრომლები მუშაობდნენ უმეტესად ტელეფონებით, ონლაინ და სწორედ ამიტომ, დღეს, იმხელა გამოცდილება დაგვიგროვდა ონლაინ მუშაობის, და ნამდვილად სჭირდება ამას ცოდნა და გამოცდილება, რომ თუ ვინმეს კონკრეტულად რომელიმე მაღაზიაში არ სურს მოსვლა, თავისუფლად შეგვიძლია მოვემსახუროთ ონლაინ, დავიგეგმოთ, მივიდეთ ადგილზე, შევამოწმოთ ფართი, ადგილზე განვსაზღვროთ ყველა ტექნიკური დეტალი, შევურჩიოთ შესაბამისი მონაცემის ქვაბი, შემდეგ ასევე ადგილზე მიგვაქვს პროდუქცია, ჩვენი ხელოსნები თავად ამონტაჟებენ. რაც მთავარია, ჩვენი მომხმარებლები სარგებლობენ შემდეგ ჩვენივე უფასო სერვისით, თუკი რაიმე დასჭირდებათ, უსწრაფესად ვცდილობთ ყველა მომხმარებელთან მისვლას პრობლემის დაფიქსირების შემთხვევაში.
და მეორე, რაც წარმატებულ ბიზნესს განაპირობებს, არის ხარისხი – არისტონს არ სჭირდება დიდი რეკლამა, ის თავად უწევს თავის თავს რეკლამას, სწორედ ხარისხით, უწყვეტი განვითარებით, ახალ–ახალი, კომფორტული, კომპაქტური, ენერგოეფექტური, ჭკვიანი ფუნქციებით დატვირთული მოდელებით.
კომენტარები