ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი რურუას მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მთავარი მოწმე იკითხება.
„დავიწყეთ მე და ლევან ადეიშვილმა ჩხრეკა. რა დროსაც ჩვენს მიერ აღნიშნული პიროვნებისგან მარჯვენა წელიდან ცეცხლსასროლი იარაღი ამოვიღეთ.
იარაღი ადგილზე განვმუხტე და გავაგრძელე ჩხრეკა მანქანაში. თხელი ქურთუკი ეცვა როგორც მახსოვს. იარაღზე როდესაც გაქვს ინფორმაცია, პირველ რიგში წელზე მიდიხარ და წელზე რომ შემოვუსვი ხელი, მარცხენა ხელზე მომხვდა, ვიგრძენი, რომ იარაღი იყო.
ამოვუღე, განვმუხტე იარაღი, მჭიდი ამოვიღე, ექსპერტიზის პარკში ჩავაგდე, რომელიც გამომძიებელს ეჭირა. მანქანა ქალაქში მოძრაობდა და წყნეთში უნდა წასულიყო“, – განაცხადა ბრალდების მოწმემ.
ცნობისთვის, 18 მაისს საქალაქო სასამართლომ „მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებლი გიორგი რურუა პატიმრობაში დატოვა. მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა, აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე,
გიორგი რურუა სამართალდამცავებმა 18 ნოემბერს, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
წყარო:1tv
კომენტარები