ამ წუთებში, კიდევ ერთი დარბევა დაიწყო რუსთაველზე სპეცრაზმმა, 30 ნოემბრის ღამით, მერამდენედ არბევენ ხალხს, სცემენ და აკავებენ, უკვე დათვლაც შეუძლებელია.
ადგილზე მყოფი ჟურნალისტები ამბობენ, რომ ყველა ქუჩაზე სპეცრაზმელები არიან გამაგრებულნი და გასაქცევ გზას ხალხს არ უტოვებენ, მიუხედავად იმისა, რომ კანონის მიხედვით, სწორედ ასე უნდა მოქცეულიყვნენ. მოქალაქეებს პირდაპირ, ახლო მანძილიდან ასხამენ წიწაკის სპრეის. მოქალაქეები ხელებაწეულნი დგანან.
ადგილზე მყოფები ყვებიან, რომ დარბევა ისე დაიწყო, გამაფრთხილებელი სიგნალი არ ყოფილა.
კადრებში ჩანს, რომ ადამიანებს სცემენ, მიწაზე აგდებენ.
არაერთ ადამიანს სჭირდება სამედიცინო დახმარება. თუმცა, სასწრაფო დახმარება ახლომახლო არ ჩანს.
კომენტარები