პაციენტები ჰოლანდიური ჰოსპიტალის ექიმებს არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებენ – პაციენტების ოჯახის წევრები “პირველებს” უყვებიან, რომ ექიმები სამედიცინო დაწესებულებაში სამკურნალოდ მისულ მოხუცებს ხშირად აყენებენ ფიზიკურ შეურაცხყოფას, ტოვებენ საკვების გარეშე და უკრძალავენ ოჯახის წევრებთან კომუნიკაციასაც კი.
ერთ-ერთი პაციენტი, ბექა კვაჭანტირაძე, “პირველებთან” ამბობს, რომ როცა ბებიასთან მიტანილი საკვები პაციენტამდე არ აღწევდა.
როდესაც შეიყვანეს პირველ ინტენსიურ განყოდფილებაში, თავიდან ბოლომდე გააშიშვლეს. ჩააწვინეს ყოველგვარი სამედიცინო, თუ ჩემი შეგზავნილი ხალათის გარეშე. თურმე, თუ ვინმე ოდნავ მაინც წამოდგებოდა ლოგინიდან, ან პროტესტს გამოხატავდა, ასეთ პაციენტებს სცემდნენ. არსებობს მეორე განყოფილებაში მედდა, რომელიც განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა, ერთ პაციენტს ხელის მოტეხვითაც კი დაემუქრა. როდესაც პაციენტები უძალიანდებოდნან, მათ მსხვილი თოკებით ლოგინზე აბამდნან”- აცხადებს პაციენტის ოჯახის წევრი.
ბექა კვაჭანტირაძე სახალხო დამცველს მიმართავს, აღნიშნული საქმით დაინტერესდეს:
მივმართავ ნინო ლომჯარიას, შევიდეს დაწესებულებაში, შეისწავლოს პაციენტების მდგომარეობა. იმიტომ, რომ პაციენტების მიმართ ტელეფონების ჩამორთმევა მიზანმიმართული ქმედებაა ადმინისტრაციის მხრიდან, რომ მათმა პატრონებმა იმ არაადამიანური მოპყრობის შესახებ არ გაიგონ”- უთხრა “პირველებს” კვაჭანტირაძემ.
კომენტარები