პარლამენტის ვიცე- სპიკერი გია ვოლსკი ყვარელში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა, სადაც ლევან ბერძენიშვილს ლექციის ჩატარების საშუალება არ მიეცა და კითხვას, უნდა დაიწყოს, თუ არა გამოძიება, ასე პასუხობს:
“უნდა დაიწყოს თუ არა გამოძიება, ეს გითხრან იმ სტრუქტურებმა, რომლებიც ვალდებულები არიან გადაწყვეტილება მიიღონ ამასთან დაკავშირებით. საინტერესო ის არის, რომ ლექციის ჩაშლა კი არა, ლექტორების პანღურებით და ხელით ცემის გამოგდების ფაქტები ვიხილეთ ტელევიზიაში და არ დასმულა შეკითხვა, არის თუ არა გამოსაძიებელი ეს შემთხვევები, რომელიც სადისტური ქცევებით იყო გამორჩეული სტუდენტების მხრიდან ლექტორების მიმართ და ეს სტუდენტების ჯგუფის ქცევაც გარკვეულ ორგანიზებულობის ნიშნებს ატარებდა. ორმაგი სტანდარტი დამაზიანებელია.”
როგორც ჩანს, ქვეყნის ვიცე–სპიკერი თვლის, რომ ჟურნალისტებმა უნდა დასვან კითხვა, და მერე უნდა დაიწყოს გამოძიება შს სამინისტრომ.
ამ ეპატზე შს სამინისტროს და მინისტრ გომელაურს, გია ვოლსკისთვის არ უპასუხია.
კომენტარები