“ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლება უზურპირებულია” – ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემაში “მთავარი აქცენტები” საუბრობს:
„…როდესაც შენ არჩევნებს არ ატარებ სამართლიანად, გაქვს ამდენი დარღვევა და პლუს კიდევ ამ რეზულტატს არ იღებს მთელი პოლიტიკური სპექტრი, ჩვენ შეგვიძლია მარტივად ვთქვათ, რომ ხელისუფლება არის უზურპირებული ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე…
სახელმწიფო გადატრიალებას ამას ვერ დავარქმევდი თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ სტატუს-კვო არ შეცვლილა. სახელმწიფო გადატრიალება ჩვეულებრივი სტატუს-კვოს შეცვლაა… გადატრიალება, თავისთავად გულისხმობს ერთი ხელისუფლების მეორე ხელისუფლებით შეცვლას… აქ არის მიტაცებული არჩევნები, რომელიც არ აძლევს ახალ ძალას არჩევნების გზით ხელისუფლებაში მოსვლის.“
კომენტარები