• რეკლამა
  • კონტაქტი
19:02, პარასკევი, 30 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ცერებრული სინუსის თრომბოზი – დროული დიაგნოსტირების და მკურნალობის მეთოდები – ქეთევან მიქელაძე

ალია ავტორი - ალია
16:02 01-16-2024
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
492

„ალიას“ ესაუბრება ნიუ ჰოსპიტალსის ექიმი, ნეიროქირურგი, ნეიროინტერვენციონისტი, მედიცინის დოქტორი, ქეთევან მიქელაძე, რომლის სპეციალიზაციაა ნეოროქირურგია, ენდოვასკულარური ქირურგია, იტერვენციული რადიოლოგია, ანევრიზმების მკურნალობა. გამოცდილება აქვს მიღებული საქართველოს, ამერიკის შეერთებული შტატების, საფრანგეთის და გერმანიის წამყვან კლინიკებში. არის ინტერვენციული და თერაპიული ნეირორადიოლოგიის მსოფლიო ფედერაციის წევრი, მონაწილეობა აქვს მიღებული 2 000–ზე მეტ ქირურგიულ ჩარევაში, არის 41 პუბლიკაციის, 3 წიგნის და 35 პრეზენტაციის ავტორი.

–რა არის ცერებრული სინუსის თრომბოზი, სიმპტომურად როგორ მჟღავნდება?

–ცერებრული სინუს თრომოზი ეს არის თრომბის იშვიათი ტიპი, რომელიც თავის ტვინის ვენურ სინუსებში წარმოიქმნება. ტვინის ვენურ სინუსურ სისტემაში სისხლი დედდება, წარმოიქმენა თრომბები და ვეღარ ხდება მისი გადინება თავის ტვინიდან, რაც სისხლის ქსოვილებში გაჟონვას იწვევს. ვითარდება ინსულტის მსგავსი მდგომარეობა. ამან შეიძლიება გამოიწვიოს მრავალფეროვანი ნევროლოგიური კლინიკა და ხშირად დიაგნოზის დასმა რთულდება. რაც შეეხება სიმპტომებს, ესენია: თავის ტკივილი, მხედველობის დაბინდვა, სხეულის გარკვეულ ნაწილზე მოძრაობის კონტროლის დაკარგვა, გულის წასვლა, სისუსტე, დაბნეულობა, კრუნჩხვები, მეტყველების პრობლემები, ფეხების, ხელების დაბუჟება, კომა – აღნიშნული სიმპტომებიდან თუ რამდენიმე აღენიშნება პაციენს, პირველ რიგში საჭიროა ნევროლოგის კონსულტაცია და მრ ვენოგრაფიის ჩატარება.

–რა არის ამ დაავადების გამომწვევი რისკ–ფაქტორები?

–ყველაზე ხშირად გვხვდება კონტრაცეპტივების გამოყენების და ჰორმონაულრი პრეპარატების მიღების, სხვადასხვა სისხლის დაავადების დროს. აქვე გეტყვით იმასაც, რომ დაავადება უფრო ახალგაზრდა ასაკის ადამიანებს ეხება და უფრო ხშირად ქალებში გვხვდება, კონკრეტულად კი, თანაფარდობა ქალებსა და მამაკაცებს შორის 3:1-ია.

რისკ–ფაქტორებია ასევე ორსულობა, ორსულობის შემდგომ ესტროგენების მაღალი დონე, ჩასახვის საწინააღმდეგო აბების მოხმარება, სიმსუქნე, სიმსივნე, გადატანილი თრომბი, სისხლძარღვთა დაავადებები: წითელი მგლურა, ვეგენერის გრანულომატოზი (სისხლძარღვების ანთება), ბეხჩეტის სინდრომი (მთელ ორგანიზმში სისხლძარღვთა ანთება), დაბალი არტერიული წნევა (თავის ტვინში), ნაწლავური დაავადებები (კრონის დაავადება), გარდა ამისა, 65 წელს ზემოთ ასაკის ადამიანებში ცერებრალური ვენური სინუსის თრომბოზის გამომწვევი რისკ-ფაქტორების 37% გაურკვეველი გენეზისაა.

–რა რისკები ახლავს ჯანმრთელობისთვის ცერებრული სინუსის თრომბოზს?

–იმ შემთხვევაში თუ დიაგნოსტირება მოხდება დროულად, რისკი საკმაოდ დაბალია. ეს არის ერთ–ერთი ის დაავადება, რომლის განვითარებაც სწორედ სწორ და დროულ დიაგნოსტირებაზეა დამოკიდებული. თუ დიაგნოზის დადგენა და მკურნალობის დაწყება გვიანდება, შესაძლოა ბევრი პრობლემა გამოიწვიოს, თუმცა, ყველაზე ხშირია, სამწუხაროდ, მხედველობის დაქვეითება, რომელიც ძალიან სწრაფად ხდება. თქვენ ჩამოგვითვალეთ სიმპტომები, ვისაუბრეთ რისკ–ჯგუფებზეც და ისიც ვთქვით, რა შემთხვევაში უნდა მიმართონ ადამიანებმა ნევროლოგის კონსულტაციას და ჩაიტარონ მრ ვენოგრაფია,

–თუ დიაგნოზი დაისვა, შემდეგ რა ხდება? ცერებრული სინუსის თრომბოზის მკურნალობის რა მეთოდები არსებობს ნიუ ჰოსპიტალსში?

–პირველადი მკურნალობა არის მედიკამეტოზური, ინიშნება ანტიკოაგულანტები, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ეს საკმარისი არის, თუ ამ მკურნალობამ შედეგი არ მოგვცა მაშინ უკვე გამოყენებული უნდა იყოს ენდოვასკულარური მკურნალობა რომლის დროსაც ხდება თრომბის დაშლა მექანიკური ან ლოკალური მედიკამენტოზების მეშვეობით. ნიუ ჰოსპიტალსის გუნდი მობილიზებულია ყველა შემთხვევისთვის, იქნება ეს მედიკამენტოზური მკურნალობა თუ ენდოვასკულარური ჩარევა. გუნდი თანამედროვე გაიდლაინების რეკომენდაციების მიხედვით ერთობლივად იღებს გადაწყვეტილებას მკურნალობის საუკეთესო მეთოდზე, ინდივიდუალურად, ყოველი კონკრეტული პაციენტის შემთხვევაში.

–რა უპირატესობა აქვს ცერებრული სინუსის თრომბოზების ენდოვასკულური მკუნალობის მეთოდს?

–ენდოვასკულურ  ქირურგიას რიგი უპირატესობანი გააჩნია ტრადიციულ სისხლძარღვთა ქირურგიულ ჩარევასთან შედარებით, აქვს სწრაფი ეფექტი, უმეტესად არ სჭიროებს ზოგად ანეთეზიას, რაც განაპირობებს პაციენტის სწრაფ რეაბილიტაციას. რიგ შემთხვევებში ენდოვასკულარურმა ქირურგიამ სრულად ჩაანაცვლა ქირურგიული ჩარევის ტრადიციული მეთოდი. ენდოვასკულარური მეთოდის არსი იმაშია, რომ დაზიანებული კერასთან არ გჭირდება ოპერაცია, სპეციალური ლაზერით მხოლოდ ერთი ჩხვლეტით ნადგურდება. კიდურებზე ნაწიბურები არ რჩება. ამასთან, ეს ლაზერის სხივი ისეთი სიხშირისაა, რომ სხვა ქსოვილებს არ აზიანებს. ამიტომ ოპერაციისგან განსხვავებით, ეს პროცედურა ტარდება ადგილობრივი ანესთეზიით, რაც იძლევა საშუალებას, პაციენტი პროცედურის შემდეგ მაშინვე საკუთარი ფეხით გაემართოს სახლისკენ. გარდა ამისა, მთავარი ისაა, რომ იგივე ეფექტურობით აღმოფხვრის პათოლოგიას, როგორც ოპერაცია და თან, ოპერაციისგან განსხვავებით, უაღრესად
კომფორტულია პაციენტისთვის.

–რას ურჩევთ ადამიანებს, რომლებიც რისკ–ჯგუფებში არიან, როგორია ამ დაავადების პრევენცია?

–პირველ რიგში ქალებმა უნდა იცოდნენ, რომ თუ ისინი იღებენ კონტრაცეპტივებთან ერთად სიგარეტის მოწევა დიდი რისკია ცერებრული სინუს ტრომბოზის. ასევე დიდი რისკია ნარკოტიკები და ალკოჰოლის ხშირი და დიდი ოდენობით გამოყენება. რაც შეეხება პრევენციას, მიირთვით ყოველდღიურად ხილი და ბოსტნეული, მოერიდეთ ცხიმიან საკვებს, ივარჯიშეთ, სწორად მართეთ ქრონიკული დაავადებები: შაქარი, ჰიპერტენზია და სხვ. ყურადღებით „მოუსმინეთ“ ორგანიზმს, სიმპტომებს დააკვირდით, დროული დიაგნოსტირების და მკურნალობის შემთხვევაში, დაავადებულ ადამიანთა უმრავლესობა სრულად ჯანმრთელდება.

თეგები: ნიუ ჰოსპიტალსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025
რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025
“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025

ბიზნესი

ექსპრეს ლომბარდის ფილიალები მთელი ქვეყნის მასშტაბითაა ხელმისაწვდომი!
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდის ფილიალები მთელი ქვეყნის მასშტაბითაა ხელმისაწვდომი!

17:40 05-30-2025
მზის ენერგია გონივრული მომავლისთვის — შპს ჯგუფი 2805, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

მზის ენერგია გონივრული მომავლისთვის — შპს ჯგუფი 2805, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

16:53 05-30-2025
თიბისი კონცეპტი თეატრის „სახელოსნო 42“ ზაფხულის სეზონის წარმდგენია
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი თეატრის „სახელოსნო 42“ ზაფხულის სეზონის წარმდგენია

16:31 05-30-2025
1 ივნისს სითი მოლში თიბისი კონცეპტის და Mastercard-ის შეთავაზებები დაგხვდებათ
ახალი ამბები

1 ივნისს სითი მოლში თიბისი კონცეპტის და Mastercard-ის შეთავაზებები დაგხვდებათ

14:12 05-30-2025
TOP.GE
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved