„ხალხმა უნდა დაარწმუნოს „ქართული ოცნება“, რომ ვადამდელი არჩევნები იქნება თუ არა, მათ არავინ ეკითხება“, – ასე ეხმაურება რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის განცხადებას, „ევროპული საქართველოს“ წევრი, გიგი წერეთელი.
როგორც ის აღნიშნავს, ხელისუფლების წყარო კონსტიტუციითაც და მის გარეშეც არის ხალხი და მათზეა დამოკიდებული არჩევნების ჩატარების საკითხი.
„ერთადერთი გზა არის, რომ დაარწმუნოს [ქართული ოცნების] ჩვენმა ხალხმა და საზოგადოებამ, რომ მათ არ ეკითხება არავინ და მათი [ქართული ოცნების] გადასაწყვეტი არ იქნება ვადამდელი არჩევნები იქნება თუ არა. ხელისუფლების წყარო კონსტიტუციითაც და მის გარეშეც არის ხალხი“, – განაცხადა გიგი წერეთელმა.
ცნობისთვის, გუშინ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 2024 წლამდე არავითარი რიგგარეშე არჩევნები არ იქნება.
კომენტარები