დღეს, თბილისში 30 წლამდე მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ამის შესახებ „პრაიმტაიმს” ადვოკატმა ლაშა ჯანიბეგაშვილმა აცნობა.
მისი თქმით, შეყვარებულთან კონფლიქტის შემდეგ ახალგაზრდა მამაკაცი დაკავებული იყო, ხოლო ციხიდან გათავისუფლებიდან მალევე თავი მოიკლა.
„მანამდეც ჰქონდა მცდელობა, წამლები დალია. დღეს უკვე მისმა ახლობლებმა დამირეკეს, ვეღარ გადავარჩინეთო. წერილი დატოვა იმ გოგოს მისამართით. წერს, რომ ჩემს საფლავზე მაინც მოვიდეს და იქ მნახოსო”, – ყვება ადვოკატი.
კომენტარები