ადვოკატი, შორენა კობიძე, სოციალურ ქსელში წერილს ავრცელებს და ხელისუფლებას მიმართავს:
“მეგობრებო, თუ ძალიან არ შეგაწუხებთ, გთხოვთ, ეს, ცოტა ვრცელი პოსტი წაიკითხოთ და შეძლებისდაგვარად გაავრცელოთ…
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიიდან 2020 წლის ოქტომბერში და 2021 წლის თებერვალში მივიღე წერილი-მოთხოვნა, მომეხდინა ადმინისტრაციული გზის გახსნა, წინააღმდეგ შემთხვევაში ჯარიმა მელოდებოდა, იმდენად გაუგებარი იყო წერილი, რომ სრულიად შეგნებულად დავტოვე რეაგირების გარეშე და მხოლოდ განმეორებით წერილზე მივმართე მერიას და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მონიჭებული უფლების ფარგლებში მოვითხოვე მცოდნოდა, თუ რა ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობდა ჩემთან დაკავშირებით, რა იყო დავის საგანი და რამდენად კანონიერი იყო მათი ან მომჩივანის პრეტენზია-მოთხოვნა, მოვითხოვე საქმის გაცნობა და მასალების გადმოცემა და იქვე ვაცნობე (ვივარაუდე, თუ რა შეიძლებოდა ქონოდათ მხედველობაში ), რომ ბორჯომის მერიაში 2019 წლიდან მიმდინარეობს ადმინიტრაციული წარმოება ჩემი საკარმიდამო მიწის ნაკვეთის აღიარების მოთხოვნით და სადაც სახელმწიფო შესაბამისი სამსახურების მიერ დადგენილია გზის არ არსებობა.
2021 წლის 11 თებერვალს როგორც იქნა დამირეკეს ბორჯომის მერიიდან, კერძოდ, ბ.ს. -მ, რომელმაც მაცნობა, რომ ზედამხედველობის სამსახურს და კონკრეტულად მას წარმოებაში ჰქონდა ადმინისტრაციული საქმე ჩემს მიერ გზის ბლოკირების თაობაზე, რომლის ფარგლებში ჩემს ახალ მეზობელს ეზღუდებოდა საცხოვრებელ სახლში შესასვლელი, ჩემს კითხვაზე თუ სად და როგორ დაადგინა ჩემს მიერ გზის ბლოკირება, პასუხად მივიღე, რომ მეზობელი ვერ შედიოდა მის კუთვნილ ეზოში!!!! ( მეზობელს აქვს შესასვლელი, რომლითაც სარგებლობს, უბრალოდ, 2020 წელს მოსულს სურვილი გაუჩნდა დამატებითი შესასვლელის ქონის ჩემი ეზოს ხარჯზე ), ჩემი კატეგორიული მოთხოვნის შემდეგ, დამთანხმდა, “მასალების” გაცნობაზე და გადმოცემაზე, მეორე დღეს მართლაც გადმომცა გაცნობის მიზნით ის მასალა, რაც 6 თვის ვადაში „მოიპოვა“ – ჩემი მეზობლის განცხადება და მათ მიერ გამოგზავნილი წერილები, განცხადებაში ჩემი ახალი მეზობელი წერს, რომ შორენა კობიძეს თავისი ეზოდან ჩემს ჭიშკარზე დალაგებული აქვს ხის მასალა და ხელი მეშლება ეზოში შესვლაშიო!!!!!! …. ჩემს განმეორებით შეკითხვაზე, თუ სად და როგორ დაადგინა ჩემს მიერ გზის ბლოკირების ფაქტი, ბ.-ს.-მ მთელი სერიოზულობით განმიცხადა, რადგან მერიაში თქვენი საკარმიდამოს აღიარების მოთხოვნით მიმდინარეობს წარმოება, ესე იგი, ეს საკარმიდამო არ არის თქვენი, ეს არის სახელწიფოს მიწა, თქვენ არ გაქვთ უფლება მისი ფლობის და ამიტომ, შეგვიძლია ჩამოგართვათო!!!!!!!!!! დოკუმენტური სიზუსტით გადმოვცემ მონოლოგს !!!!!!! ამაზე მქონდა მხოლოდ ერთი რეაქცია, მოვითხოვე, დაფიქსირებულიყო ჩემს მიერ ადმინისტრაციული მასალების გაცნობის ფაქტი და გადმომცემოდა ეს “მასალები”, რომელიც მხოლოდ ერთ განცხადებას წარმოადგენდა , ვინაიდან ჩემს მოთხოვნაზე უარი განაცხადა, მე, თავად შევადგინე ოქმი, დავაფიქსირე ადმინისტრაციულ ორგანოში ჩემს მიერ მასალების გაცნობა და ვითხოვე ოქმის დადასტურება და “მასალების” დაუყონებლივ გადმოცემა, წაიკითხა, პრეტენზიები არ გამოუთქვამს, ოღონდ დამტოვა, კონსულტაცია უნდა გავიაროო, არც თუ ცოტა დროის შემდეგ დაბრუნდა , მერიის აღიარების კომისიის თავჯდომარის თანხლებით, რომელმაც განმიცხადა ( პირმა, რომელსაც არანაირი შეხება არ აქვს ზედამხედველობის სამსახურის წარმოებაში არსებულ ადმინისტრაციულ წარმოებასათან და არის მიწის ნაკვეთების აღიარების კომისიის თავმჯდომარე და რომელიც, უკვე 2 წელია სხვადასხვა მიზეზით აგდებს ჩემი საკარმიდამოს აღიარების საკითხს), რომ არანაირ ოქმზე არ მოაწერენ ხელს, არც მასალებს გადმომცემენ, რომ ამისთვის აქვთ 10 დღე, როცა შევახსენე, ვალდებულება დაუყონებლივ გადმოცემის შესახებ და რომ 3 ფურცელს 10 დღე არ ჭირდებოდა, განაცხადა, რომ რა 3 ფურცელი, მთელი “პაპკაა ადმინისტრაციული მასალების” !!!!, ამანო ( ანუ საქმის მწარმოებელმა ), ამის შესახებ არ იცისო ( მან კი, ვისაც საქმის წარმოებასთან შეხება არ აქვს, იცის ) და 10 დღეში გადმოგცემთო, ამის მერე ორივე ფაქტიურად გაიქცა და ტელეფონზე, დემონსტრაციულად არ მპასუხობდნენ!!!!
რა თქმა უნდა ამ უმეცრებაზე, თვითნებობაზე, თავხედობასა და უტიფრობაზე თვალის დახუჭვას არ ვაპირებ და აუცილებლად მოვითხოვ შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას, ისევე, როგორც ამ საჯარო მოხელეების ჩამოშორებას ჩემთან დაკავშირებით განსახილველი საკითხებიდან და გარკვევას, საერთოდ უნდა იყვენენ თუ არა ისინი საჯარო მოხელეები, მათ უკვე ყველა წითელი ხაზები გადაკვეთეს, ყველაფერს კადრულობენ, არავის და არაფერს არ ერიდებიან, წარმომიდგენია, მე, ადვოკატს რომ ამას მიკეთებენ, რას სჩადიან რიგითი მოქალაქეების მიმართ – წარმოებაში მიიღეს არაქვემდებარე განცხადება, რომელიც ცალსახად სამოქალაქო დავის საგანია, შეგნებულად და უფლებამოსილების გადამეტებით განავრცეს განცხადებაზე არ მოთხოვნილი საკითხი, რათა შეექმნათ ხელოვნურად ადმინისტრაციული ქვემდებარეობა, დაინტერესებული მხარის მალულად „აწარმოეს“ საქმე და ისე აგზავნიდნენ დაჯარიმების მუქარის წერილებს ჩემზე ზემოქმედების მიზნით, რომ მე წარმოდგენა არ მქონდა საქმის ვითარების შესახებ, მათ მიერ განხორციელებულ ყველა ქმედებაზე აფრთხილებდნენ მომჩივანს ჩემგან მალულად, ხელი შემიშალეს და არ გადმომცეს მასალები დაუყონებლივ, შესაბამისი წესით არ გამაცნეს საქმის მასალები და რაც გამაცნეს იმაზე მითხრეს, რომ ეს არ არის მასალები, ამის გარდა მთელი პაპკააო და არ მომცეს საშუალება მისი გაცნობის, და დღემდე არ ვიცი რა დაედო საფუძვლად მათ მიერ გამოგზავნილ წერილებს და როცა გეგმა „ა“ , ჩაუვარდათ, იმ დღესვე დააწერინეს დამატებითი განცხადება მომჩივანს და გადავიდნენ გეგმა „ბ“-ზე, და რომ არ ვიცოდე მათი შესაძლებლობები, აუცილებლად ვიტყოდი, რომ შეთქმულება აქვთ, მაგრამ ძალიან ხმამაღალი სიტყვები და პატივია ამ ადამიანებისთვის…
ხელისუფლება! უპირველესად, სწორედ შენ მოგმართავ და გეუბნებით, რომ ადგილობრივი თვითმართველობის დონეზე არსებულ ვითარებაზე, ისევე, როგორც სხვა ყველაფერზე თქვენ ხართ პასუხისმგებელი, ყველაზე მეტად და ნათლად აქ ჩანს ხელისუფლების და სისტემის ძლიერი და სუსტი მხარეები, მისი წარმატებულობა თუ წარუმატებლობა და განუკითხაობა (კორუმპირებულობა, უმეცრება), რასაც ვერანაირად ვერ უშველის პერმანენტული დაჭერები, კიდევ რამდენი უნდა დაიჭიროთ ამ ბორჯომში, ნუთუ ასეთი ძნელი მისახვედრია, რომ ამ უბედურების მიზეზი და თავი საჯარო მოხელეების ტოტალური უმეცრებაა და კიდევ, სისტემის შიგნით ნაცნობების და ახლობლების წახალისების სამარცხვინო და მახინჯი ტრადიცია, როდესაც ადამიანები მათი ცოდნისა და გამოცდილების მიხედვით კი არ ინიშნებიან, არამედ ვიღაცის პირადი ინტერესების და ამ ინტერესების შესაბამისად ხდება მათზე ხელის დაფარებაც….
P.S. არავითარ შემთხვევაში არ დავწერდი ამ პოსტს, ეს არ არის ჩემი ბრძოლის ხერხი, რადგან ვარ ადვოკატი და ვიცი რა გზით უნდა მივაღწიო სიმართლეს, მაგრამ ეს საძაგლობა პირველი არ არის, 2017 წელსაც, სწორედ ეს ხალხი და ეს სამსახური „მებრძოდა“ ანალოგიურ სიტუაციაში ანალოგიური მეთოდებით ვინმე „ბოროტას“ სასარგებლოდ, როდესაც ეს უკანასკნელი, 1435 კვ.მ მიწის მფლობელი ცდილობდა ხელი შეეშალა ჩემი კუთვნილი 48 კვ.მ ეზოს აღიარებაში და რაზეც არაერთხელ დავხუჭე თვალი, რადგან ამ ქალაქში დავიბადე და გავიზარდე და ბევრ რამეს ვუწევდი ანგარიშს, მაგრამ ეს უკვე ცილდება ერთი ან ორი საჯარო მოხელის პრობლემას და ცალსახად არის ნიშანი მძიმე სისტემური და საკადრო პრობლემებისა ბორჯომის მუნიციპალიტეტში…
აქვე, გიდასტურებთ პატივისცემას ყველა წესიერ, პატიოსან, პროფესიონალ საჯარო მოხელეს, რომლებიც ხართ როგორც ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ასევე ყველა სხვა სამსახურში და უპირველესად, სწორედ თქვენი ვალია ხმა აიმაღლოთ ამ უმსგავსობის წინააღმდეგ…”
“ალია” შეგახსენებთ რეგიონებთან კომუნიკაცია, მათი პრობლემების გახარიამდე მიტანა პრემიერმა კოტეს ჩააბარა – და გვითხრა რომ “ძირითადი საყრდენი კოტე იქნება” – შესაბამისად, ამ წერილს მასთან ვამისამართებთ და ახლა გამოჩნდება, არის თუ არა კოტე ანანიაშვილი საყრდენი და შეუძლია, თუ არა, რეალური პრობლემების მოგვარება!
კომენტარები