“ოცნებიდან” წასული დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილი 48 დეპუტატის მიერ დღეს გავრცელებულ წერილზე:
“მათი ეს აზრი და წერილის პათოსი, ცილისწამება და დეზინფორმაცია და თავდასხმა არ ეფუძნება არცერთ კონკრეტულ ფაქტს. მაშინ თქვენ უნდა მომიყვანოთ, სად გამოიკვეთა რომ მე თავს დავესხი ან ჩემი კოლეგები რომელიმე რომ თავს დაესხა თუ კითხვის დასმაში თუ თქვენ გულისხმობთ რომ ეს არის თავდასხმა ან არ შეიძლება რომ რადგან ამერიკის ელჩია ან ევროკავშირის წარმომადგენელია, რომ მათ კითხვა არ უნდა დავუსვათ, მაშინ ვერასდროს ვერ გავუგებთ ერთმანეთს.
მე და დასავლეთის ნებისმიერ ელჩს კითხეთ, ნებისმიერ ევროპარლამენტარს, რასაც მე ვიძახი, ეს არის აქსიომა ჩვეულებრივი. პირიქით, აუცილებელიცაა, რომ კითხვები დაისვას თუ რამე წარმოიშვება და იმაზე პასუხები გაიცეს. მითუმეტეს პარტნიორებს შორის, როცა ჩვენ ვართ სტრატეგიული პარტნიორები. არ უნდა დარჩეს ერთი კითხვის ნიშანიც. და ეს ადამიანები ამ კითხვის დასმას თუ ისე ნათლავენ, რომ ჩვენ თავს ვესხმით და ცილს ვწამებთ და ინფორმაციას ვავრცელებთ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დამისახელეთ ერთი დეზინფორმაცია, ერთი ცილისწამება, ჩემს კითხვაში ან ჩვენს დამოკიდებულებაში.
მე დაგისახელეთ ფაქტები შემიძლია მუდმივად გიმეოროთ ვინ რა თქვა, ვის რა დამოკიდებულება ჰქონდა ომის დაწყების შემდეგ, რა მოვლენები განვითარდა ჩვენს ირგვლივ და ეს არის ფაქტები. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს 48 პარლამენტარი, ეს ქალბატონები და ბატონები ენჯეოსექტორის, თქვენც ხომ იცით, ვინ მოგვიწოდებდა ომში ჩართვას უკრაინის ხელისუფლებიდან. უკრაინის ხელისუფლება ხო მოგვიწოდებდა ომში ჩართვასაც”, – ამბობს ყაველაშვილი.
კომენტარები